„მასთან (ღმერთთან) არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი უმწიკვლოთათვის, იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს. მაშინ მიხვდები, რა არის სთმართლე, სამართალი და სამართლიანობა – ყოველი კეთილი საქმე“. – იგავნი 2:7-9 (NKJV)
ჩვენს ცხოვრებისეულ გზაზე ხშირად სულიერ „საგზაო ნიშნებს“ ვხვდებით ხოლმე. იმისათვის, რომ ღმერთის დაცვის ქვეშ დარჩე, საჭირო ამ ნიშნების დაემორჩილო, რომლებიც მიუთითებენ, რომ ღმერთს უნდა ენდო და არ ინერვიულო. ნუ გეშინია, სიმამაცე მოიკრიბე! თუ ამ ნიშნებს ყურადღებას მიაქცევ, სწორ გზას არასოდეს აცდები. ღმერთისაგან საჭირო დაცვას, სიმშვიდეს და სიხარულს მიიღებ.
მაგრამ, თუ ამ ნიშნების უგულველჰყოფ, შეამჩნევ, რომ გზა უხეში და ორმოებით სავსე გახდა და თავადაც აღარ ხარ ისეთი თავდაჯერებული, როგორც უწინ იყავი. გაურკვევლობა შეგაშინებს და შესაძლოა არასწორ შესახვევშიც შეუხვიო.
ჩვენ არ უნდა ვინერვიულოთ, რადგან ღმერთს ჩვენი დაცვა სურს. იმისათვის, რომ ფუჭად არ დავკარგოთ დრო, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ „საგზაო ნიშნებს“ და შევწყვიტოთ ნერვიულობა იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია.
მორჩლება გამოიჩინეთ და მიჰყევით მითითებებს, რომლებსაც ღმერთის მიერ მოცემული „საგზაო ნიშნების“ მეშვეობით ღებულობთ. თუ თქვენ ზედმიწევნით შეასრულებთ მის ინსტრუქციას, დანიშნულების ადგილს დაცულები და უვნებლები მიაღწევთ.
დაიწყე ლოცვა
სულოწმინდაო, დამეხმარე დავინახო შენს მიერ ჩემი ცხოვრების გზაზე განთავსებული „საგზაო ნიშნები“. როდესაც ამ ნიშნებს დავინახავ, დავიცავ მათ და შენ გამოგყვები, რათა ჩემი ცხოვრებისეული გზა შენს მიერ დაცულმა გავიარო.