
„იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი – უძლური“. – მათეს 26:41
იესოს ჯვარცმის წინა ღამეს, მან თავისი მოწაფეები გეთსიმანიის ბაღში შეკრიბა და ერთი რამ სთხოვა მათ: ყველამ იფხიზლეთ (ყურადღებით და მხნედ იყავით), თვალყური ადევნეთ და ილოცეთ, რათა ცდუნებაში არ ჩავარდეთ. სული ნამდვილად მოშურნეა, მაგრამ ხორცი კი უძლური (იხილე მატეს 26:41).
ერთადერთი, რაც ყველა მოციქულს უნდა გაეკეთებინა – ეფხიზლა და ელოცა, მაგრამ მათ ჩაეძინათ. იესო კი პირიქით, ლოცულობდა, ანგელოზი კი მის სულს ამხნევებდა და ჯვარცმისათვის აძლიერებდა. მოციქულებს არ ულოციათ, მათ ეძინათ და ამით დაადასტურეს, რომ ხორცი ნამდვილად უძლურია.
ჩემთვის, ეს ისტორია განსაკუთრებულად თვალსაჩინოს ხდის ლოცვის მნიშვნელოვანებას. როგორც ქრისტიანებს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღიური ლოცვის და ღმერთთან ურთიერთობის გარეშე, ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნია.
ყველა განვიცდით და ვებრძვით „ხორცის უძლურებას“. მაგრამ, თუ ლოცვას ჩვენი ცხოვრების უპირატესობად ვაქცევთ, ღმერთი ჩვენს სულს გააძლიერებს, რაც ჩვენი ხორციელი ბუნების შეზღუდულობების გადალახვის საშუალებას მოგვცემს.
დღეს რაზე ამყარებ შენი გაძლიერების იმედს? შენს ხოცზე? თუ იმ ძალაზე, რომელსაც ღმერთი ასე გულმოწყალედ გვაძლევს, როდესაც მასთან მივდივართ?
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, მადლობას გიხდი იმ ძალისათვის, რომელსაც ლოცვის მეშვეობით მაძლევ. ვიცი, რომ შენს გარეშე უძლური ვარ. ამიტომ, ვიცი რა, რომ შენი ძალა იმაზე მეტია, ვიდრე მე მჭირდება, გამუდმებით, ლოცვის მეშევობით შენსკენ მოვილტვი.