
„ჩვენ (დაკვირვებით და პირადი გამოცდილებით) შევიცანით (გავიგეთ, აღმოვაჩინეთ, ჩავუწვდით) და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში“. – 1 იოანე 4:16
1 იოანე 4:16 ხაზს უსვამს თუ როგორ უნდა შევიცნოთ ბოლომდე ღმერთის სიყვარული. ადვილია თქვა: „მე ღმერთს ვუყვარვარ“ და ამავდროულად ბოლომდე არ გესმოდეს რას ამბობ. ღმერთის სიყვარულის შეცნობა არა უბრალოდ ბიბლიური ფაქტია, რომელსაც ჩვენი გონებით ვხვდებით, არამედ ჩვენს ცხოვრებაში რეალობად ქცეული ჭეშმარიტება უნდა იყოს.
აღნიშნული მუხლი გვეუბნება, რომ ღმერთი სიყვარულია და ის ვინც სიყვარულში რჩება და მისით ცოცხლობს, ღმერთში რჩება და მისით არსებობს, ღმერთიც მასში რჩება და მკვირდობს.
სიტყვა „იარსებო“ ნიშნავს „მასში იყო, მისით ისაზრდოვო“. აქ დროებითი ყოფნა არ იგულისხმება, აქ საუბარია დარჩენასა და მუდმივ ყოფნაზე.
ღმერთის სიყვარული უბრალოდ დასამახსოვრებელი ფაქტი ან აღმაფრთოვანებელი გრძნობა არ არის. მისი სიყვარული მარადიულია, რომელიც არა მხოლოდ კარგ დროს არის ჩვენთან და ცუდ დროს გვტოვებს, არამედ ღმერთის სიყვარული მუდმივად რჩება, ამიტომ ჩვენ მისი სიყვარულით უნდა ვისაზრდოვოთ.
ყველა ჩვენთაგანს შეუძლია ქრისტიანობის ზრდასრულობის კეთილი ნაყოფი მოიმკას, თუ ღმერთის სიყვარულში დარჩება. თუ შენი ცხოვრების რთულ პერიოდებშიც ღმერთის სიყვარულში იქნები, ეს გაზრდასა და გაძლიერებაში დაგეხმარება.
დაიწყე ლოცვა
უფალო, დღესვე მინდა, რომ მიზანმიმართულად დავრჩე შენს სიყვარულში. ყველაფერი ცვალებადია, მხოლოდ შენი სიყვარული რჩება მუდამ უცვლელი, ამიტომ შენს დიდებულ სიყვარულში ვირჩევ დამკვიდრებას.