
„მე მოგწერეთ თქვენ, ყრმანო, რადგან შეიცანით მამა. მოგწერეთ თქვენ, მამანო, რადგან თქვენ შეიცანით ის, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ მოგწერეთ ჭაბუკნო, რადგან ძლიერები ხართ, ღვთის სიტყვა [გამუდმებით] იმყოფება თქვენში (თქვენს გულებში) და სძლიეთ ბოროტს“. – 1 იოანე 2:14
თუ გიფიქრიათ, რატომ ხდება სულ, რომ სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგებით, ხან ერთ პრობლემას ხვდებით, ხანაც მეორეს და ვერ პოულობთ გამარჯვებას ცხოვრებაში. ხომ არ გჭირდებათ რომ მეტი დრო დაუთმოთ ღვთის სიყვაში განმტკიცებას?
ბევრი მორწმუნე ყოველ კვირა დღეს დადის ეკლესიაში, რომ სხვისგან მოისმინონ ქადაგებები, მაგრამ მათ არასოდეს აქვთ სიტყვა საკუთარი თავებისთვის. თუ გსურს, რომ გამარჯვებაში იცხოვრო, მაშინ მიეცი ღვთის სიტყვას პრიორიტეტული ადგილი შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. პრაქტიკულად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ აღიარებთ ღვთის სიტყვას ყოველ დილით სანამ ემზადებით, ან უსმენთ რაიმე სწავლებას, ან თაყვანისცემის მუსიკას უსმენთ სამსახურის გზაზე, შეიძლება შესვენების საათს ბიბლიის წასაკითხად იყენებდე ან სასეირნოდ გადიოდე რომ ილოცო.
ეს უბრალოდ რამდენიმე იდეაა, როგორ შეიძლება ღვთის სიტყვა დანერგო შენს ცხოვრებაში, გააკეთე ის, რაც საუკეთესოა შენთვის ღვთის ჭეშმარიტებაში რეგულარულად ყოფნისთვის.
ღვთის სიტყვისთვის პირველი ადგილის მინიჭება შეცვლის შენს ცხოვრებას!
დაიწყე ლოცვა
უფალო, მინდა რომ შენი სიტყვა ბოლომდე დაინერგოს ჩემს ცხოვრებაში. არ მინდა, რომ ვიღაც, კვირაში ერთხელ მესაუბრებოდეს შენი სიტყვის შესახებ, თავად მინდა ვიცოდე შენი სიტყვა. დამანახე გზები, როგორ ვეძიო და მივდიო შენს სიტყვას გულმოდგინებით.