
„არამედ თვითონაც იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ“. – 1 პეტრეს 1:15
ვფიქრობ, რომ მეტად ფრთხილნი უნდა ვიყოთ იმასთან მიმართებაში, თუ როგორ ვცხოვრობთ. მაგრამ სიფრთხილე და შიში ერთნამეთში არ უნდა აგვერიოს. სიფრთხილე ღვთიური გზით უნდა გამოვიჩონოთ.
ხოლო თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ იმასთან მიმართებაში ვისთან ვმეგობრობთ, რას ვუყურებთ ტელევიზორში, როგორ წიგნებს ვკითხულობთ, რა ტიპის მუსიკას ვუსმენთ, როგორ ვხარჯავთ ფულს და რას ვუთმობთ ჩვენს დროს, საბოლოოდ აღმოვაჩენთ, რომ ცხოვრება გავფლანგეთ.
როგორც ქრისტიანები, ჩვენ უნდა ვესწრაფვოდეთ სიწმინდეს და ვაცნობიერებდეთ, რომ განწმენდილნი ვართ ქრისტეს სისხლით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ განკუთვნილნი ვართ იმისათვის, რომ უფალმა თავისი დიდებული გეგმები ჩვენით აღასრულოს. სინამდვილეში, იმ წუთიდან, როცა იესო მივიღეთ პირად მხსნელად, სულიწმინდამ განგვწმინდა და განგვსაზღვრა ღვთის გეგმის აღსასრულებლად. ხოლო თუ ჩვენ არ აღვასრულებთ ამ მიზანს ან არ ვისწრაფით მისკენ, განწირულნი ვართ სიცარიელისა და იმედგაცრუებისთვის.
მინდა გაგამხნევოთ, რომ ისწრაფოთ თქვენი სიწმინდის მიზნისკენ. როდესაც რთული გადაწყვეტილებების წინაშე დადგებით, ჰკითხეთ ღმერთს რა გააკეთოთ და აირჩიეთ სიწმინდის გზა, რომლისკენაც ის მიგიძღვით.
დაიწყე ლოცვა
იესო, გთხოვ, დამეხმარე ყურადღება გამოვიჩინო იმ ყველაფრისადმის, რაც წმინდა ცხოვრებას მაშორებს. შენი მმართველობით, მინდა ყურადღებით ვიყო და შენს მიერ ჩემთვის განსაზღვრული წმინდა ცხოვრებით ვიცხოვრო.