მორჩილნი დახმარებას ღებულობენ

„მაშ, დამდაბლდით [დაემორჩილეთ, დაექვემდებარეთ] ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ მან თავის დროზე“. –  1 პეტრეს 5:6

მიუხედავად იესოს ჩვენდამი მოწოდებისა, რომ ყველა საზრუნავი და წუხილი მას გადავცეთ, რატომღაც ბევრი ჩვენგანი უარს ამბობს მათ დათმობაზე. სამწუხაროდ ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად საცოდავნი ვართ, როცა წუხილის ტვირთს ვატარებთ.

ერთადერთი გზა ცხოვრებაში გამარჯვების მისაღწევად, არის ის, რომ ღვთის სიბრძნეს მივყვეთ. ის კი ამბობს, რომ ჩვენ უნდა შევეშვათ წუხილის, რათა მშვიდობა გვქონდეს. ამგვარად, როდესაც ცხოვრებაში ისეთი რაღაცები გვხვდება, რაც გვადარდიანებს, ჩვენ ღმერთის დახმარება გვჭირდება. როგორ ვიღებთ ამ დახმარებას? 1 პეტრე 5:6 ამბობს, რომ ამისათვის საკუთარი თავის დამდაბლებაა საჭირო.

ეს ძალიან ნათელი და მარტივი ჩანს, მაგრამ ზოგიერთები კვლავ ბრძოლებში იმყოფებიან, რადგან ისინი ძალიან ჯიუტები არიან საიმისოდ, რომ დახმარება ითხოვონ. თავმდაბლები კი დახმარებას იღებენ. ასე რომ თუ თქვენი გზით რაღაც არ გამოდის, რატომ არ ცდით ღმერთის გზას?

როდესაც თავს ვიმდაბლებთ და ღმერთს ვთხოვთ დახმარებას, მას შეუძლია გამოათავისუფლოს თავისი ძალა ჩვენს ვითარებაზე, რათა ჩვენ შევძლოთ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. ასე რომ დღესვე დაიმდაბლე თავი  უფლის წინაშე და ნება მიეცი ღმერთს შენს საზრუნავებს მიხედოს.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, ვიცი მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ჩემს ცხოვრებას სიმშვიდით ვერ გავუმკლავდები, ამიტომ, დღესვე მოვდივარ შენს მორჩილებაში და დახმარებას გთხოვ. გენდობი და ჩემი ცხოვრების სადავეებს შენ გადმოგცემ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon