
„მიწისძვრის მერე – ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი. ცეცხლის მერე [სიჩუმე დადგა და სიმშვიდემ დაიმკვიდრა და გაისმა] – ჩუმი, (მშვიდი) ნაზი ხმა“. – 3 მეფეთა 19:12
ცხოვრებაში სიმშვიდის მოსაპოვებლად საჭიროა დავუკვირდეთ ღმერთის მითითებებს, რომლებსაც ის ყოველ დღე გვაძლევს. მითითება არის – „ცოდნა“, რაც ჩვენს შიგნით, ინტუიციურ სიღრმეში დარწმუნებულობას ნიშნავს, რომელიც გვეუბნება რა გავაკეთოთ. 1 მეფეთა 19:12-ში ღმერთი ამ მითითებებს „შვიდ, ნაზ ხმას“ უწოდებს. ეს მითითებები მეხის დაცემის მსგავსი რამ არ არის!
წმინდა წერილის ამ მუხლებში აღწერილია, რომ ღმერთმა წინასწარმეტყველ ილიას არა ძლიერი ქარის, არა მიწისძვრის და არც ცეცხლის მეშვეობით დალაპარაკებია. მისი ხმა მშვიდი, ჩუმი და ნაზი ჩურჩული იყო. ღმერთს არ სჭირდება ხმა იმისათვის, რომ დაგველაპარაკოს. უფლის მითითება ხმის გარეშე გვესახება გულებში.
თუ ჩვენ ღმერთის მოსმენას და იმის კეთებას ვისწავლით, რასაც ის გვეუბნება, აღმოვაჩენთ, რომ ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში სასიკეთოდ გვიტრიალდება. რა ვითარებაშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, ჩვენ მუდამ უნდა დავრჩეთ ღმერთის ხმისადმი მგრძნობიარეები და მორჩილები. თუნდაც არ გესმოდეთ, რატომ გთხოვთ ღმერთი რაღაცის გაკეთებას, დაუკვირდით, რას გეუბნებათ, აღასრულეთ მისი ნება და თქვენ მის სიმშვიდეს მოიპოვებთ. ისწავლეთ მისი მოსმენა!
დაიწყე ლოცვა
სულოწმინდაო, მასწავლე ყურადღებით მოვუსმინო შენს მითთებებს, რომლებსაც ყოველ დღე მისახავ გულში. შენი სიმშვიდე მწყურია, ამიტომ შენ გისმენ.