რისთვის ვსვამთ კითხვას „რატომ“?

„…მწამს უფალო; უშველე ჩემს ურწმუნოებას!“ – მარკოზის 9:24 (NKJV)

ოდესმე თუ ყოფილხარ ისეთ ვითარებაში, რომ ღმერთისათვის გიკითხავს: „რატომ? მე რატომ დამემართა ეს?“

მოდით ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთმა ამ კითხვაზე გიპასუხა. როგორ ფიქრობთ, მისი ახსნა რაიმეს შეცვლიდა? ტრაგედიის შედეგი მაინც იქონიებდა შენზე ზეგავლენას და ტკივილი ისეთივე მწარე იქნებოდა, როგორიც მანამდე იყო. რა გაკვეთილი შეიძლემა მიიღო ამით?

როდესაც ღმერთს ამას ვეკითხებით, ვფიქრობ, რომ ღმერთს შემდეგ კითხვას ვუსვამთ: „ღმერთო გიყვარვარ? ჩემს ტკივილსა და გლოვაში იზრუნებ ჩემზე? მარტო ხომ არ დამტოვებ?“ ჩვენ შესაძლოა ეჭვის გამო, რომ ის ნამდვილად იზრუნებს ჩვენზე,  ამგვარ კითხვებს ვუსვამთ და ახსნას ვთხოვთ უფალს.

ამის ნაცვლად, უნდა ვისწავლოთ ღმერთს ვუთხრათ: „ღმერთო მწამს. ვერ ვიგებ და სავარაუდოთ ვერასოდეს გავიგებ ნეგატიური მოვლენები რატომ ხდება ცხოვრებაში, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ გიყვარვარ და რომ შენ მუდამ ჩემთან ხარ“.

მჯერა, რომ სირთულეების დაძლევისათვის უფრო მეტი რწმენა გვჭირდება, ვიდრე მათგან გასათავისუფლებლად. გწამდეს ღმერთის და ყველა მოვლენიდან, რაც შენს ცხროვრებაში ხდება, უფრო ძლიერი გახდები.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო მე მაშინაც მჯერავს შენი, როდესაც გარემოება ჩემი გონების ეჭვით ავსებას ახდენს. გთხოვ, დამეხმარე რომ ყველაფრის მიუხედავად მახსოვდეს შენი სიყვარული და შენი რწმენით აღვივსო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon