ისწავლე ცხოვრების მშვიდად მიღება

„მაშ, ნუ დარდობთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“. – მათეს 6:34

როგორც მრავალი სხვა ადამიანი, მეც ვეწინააღმდეგები ისეთ ცხოვრებისეულ საკითხებს, რომელთა შეცვლაც არ შემიძლია. ერთ დღეს ღმერთმა მითხრა: „ჯოის, ისწავლე მიიღო ცხოვრება ისეთი, როგორიც არის“.

მჯერა, რომ ეს ყოველი ჩვენთაგანისათვის საჭირო გაკვეთილია. ღმერთი მეუბნებოდა, რომ მე უნდა შემეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა ისეთი საკითხებისათვის, რომელთა შეცვლა არ შემეძლო.

ვერაფერს შევცვლით, თუ მგზავრობისას, საგზაო შემთხვევის ანდა უამინდობის გამო მძიმე საცობში მოხვედრილები, გავღიზიანდებით. მხოლოდ დრო ან ღმერთის ზებუნებრივი გარდაქმნა შეცვლის ვითარებას. ამიტომ, მოდუნდი და შეეცადე შექმნილ ვითარებაში რაიმე სასიამოვნო დაინახო!

ღმერთმა მოგვცა უნარი იმისა, რომ ცხოვრება მივიღოთ ისეთად, როგორიც ის არის, ამიტომ ის გვასწავლის, რომ ჩვენი ყურადღება დღევანდელ დღეზე გავამახვილოთ. მან იცის, რომ დავიღლებით და დავიქანცებით, თუ დროს დავხარჯავთ იმაზე ნერვიულობით, რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება.

დრო არ უნდა დაკარგო ინერვიულო და შეეცადო შეცვალო ისეთი რამ, რაც შენს შესაძლებლობებს აღემატება. შენი გონება მომართე და შეასრულო ის, რაც ღმერთმა განგისაზღვრა, დანარჩენში კი მას მიენდე და ის იზრუნებს შენზე.

დაიწყე ლოცვა

უფალო, ვიაზრებ, რომ ყველაფრის გაკეთება არ ძალმიძს, მაგრამ ვიცი, რომ შენი ნდობა შემიძლია. გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ჩემი მხრიდან ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ, დანარჩენში კი შენ გენდობი.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon