„იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც [თქვენ] ხარ მოწოდებული, და მრავალი მოწმის წინაშე [რწმენით] აღიარე კეთილი აღსარება“. – 1 ტიმოთეს 6:12
მტრის წინააღმდეგ, ჩვენ რწმენის კეთილი ბრძოლით უნდა ვიბრძოლოთ. პრაქტიკულად როგორია ეს ბრძოლა? მინდა სტრატეგიის ექვსი საიდუმლო გაგიზიაროთ:
- აგრესიულად იაზროვნე. იფიქრეთ როგორც გენერალმა, რომელიც ბრძოლისათვის ემზადება, გეგმავს თავდასხმას და მტრის დამარცხების გზებს.
- მხურვალედ ილოცეთ. ებრაელთა 4:16 მოგვიწოდებს, რომ ღმერთის ტახტს თავდაჯერებულებმა, გაბედულად მივმართოთ. ღმერთს თავდაჯერებულად მიმართეთ და ყველა თქვენი საჭიროება გაუზიარეთ.
- უშიშრად ილაპარაკეთ. 1 პეტრეს 4:11-ში ნათქვამია: „თუ ვინმე ლაპარაკობს, ილაპარაკოს როგორც ღვთის სიტყვით…“ მე და თქვენ ჩვენი მტრის ძალების წინააღმდეგ სულიერი ძალაუფლებით აღსავსე ხმა უნდა გამოვიყენოთ.
- უხვად გაეცით. როგორც გავცემთ, ისე ვღებულობთ (იხილე ლუკას 6:38). სიუხვით აღსავსე ცხოვრებით იცხოვრეთ.
- გულმოდგინედ იშრომეთ. რასაც არ უნდა აკეთებდე, მთელი ძალით და ყურადღებით უნდა გააკეთო (იხილე ეკლესიასტე 9:10). საკუთარი თავი სულიწმინდაში განამტკიცე და შენი გასაკეთებელი საქმე გააკეთე.
- გიყვარდეთ უპირობოდ. ჩვენ როგორც ღმერთის შვილები, სხვა ადამიანები ისევე უნდა გვიყვარდეს, როგორც ჩვენ ვუყვარვართ ღმერთს – უპირობოდ და თავდადებულად.
გადადგი ეს ნაბიჯები და როდესაც მტერი თავს დაგესხმევა, შენ ღმერთის ძალით აღვსილი დახვდები და ის ვერ შეძლებს შენზე გამარჯვებას.
დაიწყე ლოცვა
უფალო, არ მინდა უკან დავიხიო და არ ვიბრძოლო რწმენის კეთილი ბრძოლით, რომლისაკენაც შენ მომიწოდე. როცა წინ წავალ, დამანახე, ჩემს ბრძოლაში როგორ გამოვიყენო ეს ექვსი სტრატეგია მტრის წინააღმდეგ.