
„…სხვათა შეცოდებებს იტვირთავს [მათ შედეგებს, ამბობს უფალი]“. – ესაია 53:11
ბევრი ჩვენგანისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს ფაქტი, რომ საკუთარი თავები არ მოგვწონს და ჩვენი დამახინჯებული შეხედულებები ხელს გვიშლის იმის დაჯერებაში, რომ ღმერთს შეიძლება ვუყვარდეთ.
წლების განმავლობაში განვიცდიდი ამ პრობლემას, ჩემი დროის 75 პროცენტი მაინც დავხარჯე საკუთარი თავის შეცვლის მცდელობაში. მაგრამ რაც სინამდვილეში გავაკეთე ის იყო, რომ დავისტრესე და სანამ ეშმაკი დამნაშავედ მაგრძნობინებდა თავს, მე არასოდეს ვგრძნობდი რომ საკმარისი ვიყავი.
ესაიას 53 გვეუბნება, რომ როდესაც იესო ჩვენი ცოდვების გამო ეწამა, მან ასევე თავის თავზე აიღო ჩვენი დანაშაული. მან იმდენად შეგვიყვარა, რომ მან საკუთარი თავი გაწირა, რათა ჩვენ აღარ დავიტანჯოთ დანაშაულის საშინელი გრძნობით. თუ ღმერთთან მივალთ და გულწრფელად ვითხოვთ პატიებას, ის მოგვიტევებს, ამიტომ არ გვაქვს მიზეზი დანაშაულის გრძნობით ვცხოვრობდეთ.
ღმერთს შენ უყვარხარ და სურს, რომ გჯეროდეს ეს. მას ასევე სურს, რომ თავისუფალი იყო დანაშაულის გრძნობისა და სინდისის ქენჯნისგან. ღმერთი ამბობს, რომ შენ საკმარისად კარგი ხარ მისთვის, მიიღე ეს და დღეიდან გამარჯვებაში იცხოვრე.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, შენმა ძემ ჩემი დანაშაული და სასჯელი იტვირთა და ქრისტეში მე გამართლებული და საკმარისად კარგი ვარ. მწამს ამისი და დღეს უარს ვაცხადებ ვიცხოვრო მსჯავრის და სირცხვილის ტვირთით. გთხოვ და ვღებულობ ჩემი ცოდვების პატიებას შენგან.