
„რადგან [თუ ჩვენ] ქრისტე იესოში [ვართ] ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას“. – გალატელთა 5:6
ყველაზე მეტად ღმერთს სურს, რომ გვქონდეს ნამდვილი, მხურვალე, სუფთა სიყვარული უფლისა და ადამიანების მიმართ. თუ ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამის მართვა შეგვეძლება, ეს აუცილებლად სხვებისადმი სიყვარული უნდა იყოს.
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ძლიერი რწმენა არის სულიერი მოწიფულობის პირველი ნიშანი. მე მჯერავს, რომ სულიერი მოწიფულობის რეალური გამოცდა არის სიყვარულით ცხოვრება. ვიცი რომ სწორედ სიყვარული აძლიერებს რწმენას.
ბიბლია გვასწავლის, რომ რწმენა სიყვარულის მეშვეობით მოქმედებს. გალატელთა 5:6 ამბობს, რომ ნამდვილი რწმენა სიყვარულით არის ამოძრავებული, მოტივირებული და გამოხატული მოქმედებაში. სიყვარული არ არის მხოლოდ ის, რასაც ვამბობთ, ის არ არის თეორია, ის მოქმედებაა. ცდილობდე რწმენით ცხოვრებას სიყვარულის გარეშე, იგივეა რომ გქონდეს ფანარი ელემენტების გარეშე. ჩვენ მუდმივად დატენილი უნდა გვქონდეს ჩვენი „სიყვარულის ელემენტები“, სხვაგვარად ჩვენი რწმენა ვერ იმუშავებს.
მჯერა, რომ ქრისტიანებს ექმნებათ პრობლემები, როცა ისინი გულმოდგინედ არ აგრძელებენ სიყვარულში ცხოვრებას, როცა მას არ აღიქვამენ რწმენისა და ღმერთთან ურთიერთობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაწილად.
ასე რომ ესწრაფე სიყვარულში ცხოვრებას და ნახე, როგორ გაიზრდება და გაძლიერდება შენი რწმენა, როცა ღმერთის სიყვარული მოდის, ყველაფერი დანარჩენიც მოჰყვება.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, ვიცი ჩემი რწმენა არაფრისმომცემია, თუ სიყვარულით არ საზრდოობს. გთხოვ, დამეხმარე ვიცხოვრო ისე, რომ ჩემი ცხოვრება გაჯერებული იყოს შენი სიყვარულით. გთხოვ, დამანახე გზა, როგორ მივიღო და სხვებს როგორ გავუზიარო შენი სიყვარული.