„(და ისინი უგალობებენ და სიხარულით) უმღერებენ უფლის გზებს, რადგან დიდია დიდება უფლისა“. – ფსალმუნი 137:5
იყო დრო როდესაც ყველაფერს განსაკუთრებული სერიოზულობით ვეკიდებოდი. ვნერვიულობდი იმის გამო, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ჩემი შვილები და როგორ იქცეოდნენ ისინი. ვნერვიულობდი იმაზე, როგორი სახლი მქონდა, როგორ გამოვიყურებოდი და სხვა ადამიანები რას იფიქრებდნენ ჩვენზე. ვცდილობდი ჩემი ქმრის შეცვლას, რათა ის ჩემს მიერ შექმნილი იდეალის მსგავსი ყოფილიყო. არა მგონია, რომ რამე იყო ისეთი რაზეც არ ვნერვიულობდი. საჭირო გახდა, რომ საკუთარი თავისათვის მოდუნების უფლება მიმეცა და ცხოვრება ასე სერიოზულად აღარ აღმექვა.
ჩემი ცხოვრების ყოველდღიურ საკითხებს ღმერთს არ ვანდობდი. ბალანსს არ ვიცავდი, რადგან არ მესმოდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო დასვენება და განტვირთვა. არ ვიცოდი, რომ მათ გარეშე, შეუძლებელია ვიყოთ სულიერად, გონებრივად, ემოციურად და ფიზიკურად ჯანმრთელები. ცხოვრებით ტკბობა იმდენად გვჭირდება, რომ ღმერთმა აღნიშნული საკითხი ბიბლიაში აღვგითქვა. მან მხიარულება აღგვიქვა!
საუკეთესო საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ საკუთარ თავს, თქვენს ოჯახს და სამყაროს გაუკეთოთ – თქვენ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, რომელიც შეუძლებელია გქონდეთ, თუ რეგულარულად არ შეძლებთ სრულფასოვნად დასვენებასა და განტვირთვას. თქვენ შეგიძლიათ სრულიად შეცვალოთ თქვენს გარშემო არსებული ატმოსფერო, თუ ისწავლით, როგორ იხაროთ და იმხიარულოთ. მიეცით საკუთარ თავს უფლება უფრო მარტივად შეხედოთ ცხოვრებას!
დაიწყე ლოცვა
სულოწმინდაო, არ დაუშვა რომ განსაკუთრებულად ვინერვიულო. დამეხმარე მახსოვდეს, რომ საკუთარ თავს მივცე უფლება მარტივად შევხედო ცხოვრებას და ყოველდღე ავღნიშნო ჩემს ცხოვრებაში არსებული შენი ყოველი სიკეთე.