ღმერთის ფიქრებით, ნებითა და ემოციებით ცხოვრება

„ნურც გადასცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უმართლობის იარაღად, არამედ ღმერთს გადაეცით თქვენი თავი, … და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს“. – რომაელთა 6:13 (NIV)

ღმერთმა თითოეული ჩვენგანი შეგვქმნა სულით, მშვინვითა და სხეულით. როგორც მორწმუნეებმა უნდა ვიცოდეთ, რომ მშვინვა მოიცავს ჩვენს გონებას, ნებასა და ემოციებს. ვინაიდან მშვინვა სავსეა „საკუთარი თავით“ და არ სურს სულიწმინდისადმი მორჩილება, მას ესაჭიროება განწმენდა.

რადგან ჩვენ თავისუფალი ნება გვაქვს მონიჭებული, ჩვენი გონება გვკარნახობს იმას, რასაც ვფიქრობთ, თუმცა ჩვენი და უფლის ფიქრების ერთი და იგივე არ არის.

ჩვენი ნება გვკარნახობს იმას, რაც ჩვენ გვსურს, თუნდაც ის კონფლიქტში მოდიოდეს იმასთან, რაც ღმერთს სურს ჩვენთვის.

ჩვენი ემოციები განსაზღვრავს ჩვენს გრძნობებს, მაგრამ ქრისტეში, ჩვენი გული უნდა ექვემდებარებოდეს მხოლოდ ღმერთსა და მის სიტყვას.

ღმერთს სურს, რომ ჩვენი ფიქრები, სურვილები და გრძნობები ჩავანაცვლოთ მისით, სხვაგვარად ვერ შევძლებთ ჩვენს ცოდვებზე გამარჯვებული ცხოვრებით ვიცხოვროთ.

დაიწყე ეს, ღმერთისთვის იმის თქმით, რომ გსურს მისი გზა გსურდეს. რომალეთა მეექვსე თავში, მოციქული პავლე მოგვიწოდებს, რომ „გადავცეთ“ ჩვენი თავები უფალს. მიიღე გადაწყვეტილება დღესვე, რომ არ გამოიყენებ შენს მშვინვას, მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ღმერთს გადასცემ მთლიანად შენს თავს.

როცა მშვინვა განწმენდილია, ის გაწრთვნილია ღმერთის აზრების, სურვილებისა და გრძნობების სატარებლად, შედეგად კი ჩვენ ვხდებით ღმერთის დიდებულების გამოვლინების წყარო.

დაიწყე ლოცვა

უფალო, ჩემი გონება, ნება და ემოციები ზოგჯერ არ ემორჩილება შენს სიტყვას, მაგრამ აღარ მინდა რომ ასე გაგრძელდეს. მამა, ჩემს მშვინვას შენ გიძღვნი, იმის ცოდნით, რომ როდესაც ასე მოვიქცევი, შენ გამწმენდ და შენი ნების აღსასრულებლად გამომიყენებ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon