ღმერთს თავს ვერ მოაბეზრებ

„…[ღმერთმა თავისთვის, როგორც მისიანები]  ამოგვირჩია მასში ქვეყნიერების შექმნამდე…“ – ებრაელთა 12:6

დღეს მინდა გაგახსენო ისეთი რამ, რასაც ვთვლი, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კეთილდღეობისათვის: შენ ღმერთისათვის სიურპრიზი არ ხარ. მან იცოდა, რას მიიღებდა, როდესაც შენ ამოგირჩია, ისევე, როგორც იცოდა რას მიიღებდა, როდესაც მე ამომირჩია.

ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთმა თავითვის, როგორც თავისიანები ამოგვირჩია! შენ ერთ დღეს უეცრად კი არ გამოჩნდი და ღმერთმა კი შენი ატანა გადაწყვიტა.

ღმერთს თავს ვერ მოაბეზრებ, რადგან მან თავად აგირჩია…! ის არ ღიზიანდება, როდესაც შენ პრობლემა გექმნება. პირიქით, ის მუდამ გახსენებს, რამდენის დაძლევა შეძელი, რამდენს მიაღწიე, რამდენად ძვირფასი ხარ მისთვის და რაოდენ უყვარხარ.

ღმერთმა თავიდანვე იცოდა ყველა შენი სისუსტე, ყველა წარუმატებლობა, ყველა შეცდომა, რომელსაც დაუშვებდი და მაინც თქვა: „შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ“. ეფესელთა 1:5 გვეუბნება, რომ მან წინასწარ განსაზღვრა ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, თავისი ნების სათნოებისამებრ. ღმერთი შენი მამაა! მასთან ერთად, როდესაც ის შენს გვერდითაა ყველაფერი საბოლოოდ შენდა სასიკეთოდ იქნება.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, შენი სიყვარული მაოცებს. შენ ჩემი მამა ხარ და შენ დასაბამიდან ამომირჩიე. მიუხედავად ჩემი შეცდომებისა, ვიცი, რომ შენთვის მუდამ ძვირფასი ვარ. მადლობას გიხდი შენი სიკეთისათვის!

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon