შენი სამი საუკეთესო იარაღი

„ვინაიდან, თუმცა ხორცში დავდივართ (ვცხოვრობთ), ხორციელად არ ვიბრძვით და ადამიანურ იარაღს არ ვიყენებთ“. – 2 კორინთელთა 10:3

ფრთხილი სტრატეგიითა და მზაკვრული სიყალბით სატანა ცდილობს თქვენს წინააღმდეგ ომი აწარმოოს და დამარცხებული აზროვნებით გამყოფოთ. მაგრამ ღმერთმა სულიერი იარაღით აღგვჭურვა. წარმოგიდგენთ სამ ძირითად სულიერ იარაღს, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია მტრის წინააღმდეგ:

  1. ღვთის სიტყვა: მიიღე იგი ქადაგებიდან, სწავლებიდან, ქრისტიანული ლიტერატურის კითხვის მეშვეობით, ბიბლიის პირადი შესწავლით და განაგრძე სიტყვის ძებნა მანამ, სანამ იგი არ იქცევა ღვთის სულის მიერ შთაგონებულ გამოცხადებად.
  2. ქება-თაყვანისცემა: ეს ეშმაკს ბევრად უფრო სრაფად და ეფექტურად ამარცხებს, ვიდრე სხვა ნებისმიერი გეგმა. მაგრამ ქება უნდა იყოს წრფელი გულიდან ამოსული და არა ბაგეთა ამაო ნაყოფი ან რელიგიური რიტუალი.
  3. ლოცვა: ლოცვა არის ღმერთთან ურთიერთობა, ეს არის კომუნიკაცია კონკრეტული თხოვნისათვის, ან უბრალოდ იმაზე სასაუბროდ, რაც გულში გაქვს. ის ასევე მოიცავს დუმილს ღმერთის წინაშე და იმის მოსმენას, თუ რას ეუბნება უფალი ჩვენს გულებს. იმისთვის, რომ ეფექტურად ვილოცოთ, ჩვენ უნდა განვავითაროთ ღრმა, პირადი ურთიერთობა ზეციურ მამასთან. იცოდე, რომ მას უყვარხარ და სურს შენი მოსმენა.

ომი რეალურად მიმდინარეობს, მაგრამ ღმერთი შენს მხარეს იბრძვის და მან უკვე აღგჭურვა ყველა იარაღით, რაც გჭირდება. გამოიყენე ეს იარაღი სატანას გასაქცევად!

დაიწყე ლოცვა

უფალო, დიდ მადლობას გიხდი, რომ ჩემთვის საჭირო სულიერი იარაღებით აღმავსე, რათა მტერს შევებრძოლო. შენი დახმარებით, ვიცი რომ დღეს ბრძოლის მოგება შემიძლია!

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon