“არამედ უარვყავით ყოველივე რაც სამარცხვინო და დაფარულია, და არა მზაკვრობითა და ღვთის სიტყვის გაყალბებით, არამედ ჭეშმარიტების წარმოჩენით წარვუდგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისს, ღვთის წინაშე”. – 2 კორინთელთა 4:2 (NIV)
ზოგჯერ იმდენად ვღელავთ სხვა ადამიანების აზრზე ჩვენს მიმართ, რომ სრულიად ინერტულები ვხდებით და პანიკაში ვვარდებით იმაზე ფიქრით, რომ სხვებმა შეიძლება ცუდათ იფიქრონ ჩვენზე. მაგრამ იცით რა? ვთვლი, რომ ჩვენ უფრო მეტ პატივისცემას დავიმსახურებთ გარშემო მყოფი ადამიანებისაგან, თუ პატიოსნად მოვიქცევით და ჭეშმარიტ სახეს გამოვავლენთ, არ ვითამაშებც და თავს ყველას სრულყოფილებად არ მოვაჩვენებთ.
ვთვლი, რომ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მისმენენ ადამიანები არის ის, რომ მე გახსნილად ვსაუბრობ ჩემს პრობლემებზე, სისუსტეებზე, შეცდომებზე და იმაზე, რაც მათგან ვისწავლე. ეს ადამიანებს ეხმარება დამშვიდდნენ, ჩემთან შინაგანი კავშირი იგრძნონ და ასევე აძლევთ იმედს, რომ მე თუ შევძელი გარკვეული პრობლემების გადალახვა, ესე იგი ისინიც შეძლებენ.
ნუღარ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების, რადგან ეს გარდაუვალია. ღმერთი არ მოელის, რომ ჩვენ არასდროს დავუშვებთ შეცდომას. მას სურს ჩვენ ვიყოთ ისეთები, როგორიც ვართ და თამამად ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და ნაკლოვანებები. თუ ჩვენ მათ არ დავმალავთ, უფალი დაგვეხმარება მათგან გათავისუფლებაში და ცხოვრებაში უკეთესი და დიდიებული რაღაცეების მიღწევაში.
ნუ დამალავთ თქვენს შეცდომებს. თავისუფლად აღიარეთ ისინი და გაკვეთილი მიიღეთ მათგან. თუ ღმერთის წინაშე გახსნილი და ალალი იქნები, ის დაგეხმარება ყველა წინააღმდეგობის გადალახვაში.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, მაქვს სისუსტეები, რომელთა აღიარებაც მრცხვენია, მაგრამ ვიცი, რომ მათი დამალვა კარგს არაფერს მომიტანს. მინდა თავისუფლად გესაუბრო ჩემს შეცდომებზე და სისუსტეებზე, რათა შენ მათ დასაძლევად შეძლო ჩემი დახმარება.