
„…ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით [ჩემი სისრულის წარდგენით], მოგეცემათ. ჯერ ჩემი სახელით არაფერი გითხოვიათ. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული (ბედნიერება, აღფრთოვანება)“. – იოანეს 16:23-24
როდესაც მე და ჩემი მეუღლე სამოგზაუროდ მივდიოდით, ჩვენს უმცროს შვილს, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, ჩვენს ახლობელ ადამიანებთან ვტოვებდით. იმისათვის რომ, საჭიროების შემთხვევაში, ამ ადამიანებს ჩვენს ნაცვლად, ჩვენს შვილთან დაკავშირებით სამდიცინო მომსახურებისთვის მიემართათ და საჭირო გადაწყვეტილებები მიეღოთ, ჩვენ გარკვეულ საბუთებზე უნდა მოგვეწერა ხელი.
ეს არის ის, რაც იესომ თავისი მოციქულებისათვის და ზოგადად, ყველა მასში მორწმუნეთათვის გააკეთა. მან თქვა, რომ ღმერთი გვიპასუხებს, როდესაც მისი სახელით ვლოცულობთ. ეს არის ის ძალაუფლება, რომელიც მისი სახელის მეშვეობით გვებოძა.
როდესაც იესოს სახელით ვლოცულობთ, იგივეა, რომ ის თავად ლოცულობდეს. ეს უპირატესობა დაუჯერებლად დიდებული გვეჩვენება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვირწმუნოთ, რადგან ღმერთის წმინდა წერილითაა განმტკიცებული! ამიტომ, გამოიყენე იესოს სახელის ძალაუფლება, ყველა სახის ბოროტების დასამარცხებლად მიმართე მას და მოიტანე ღმერთის კურთხევა ამ სამყაროში.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, იესოს სახელით, გაბედულად ვლოცულობ შენს წინაშე და ვიცი, რომ შენ მისმენ და მზად ხარ მიპასუხო. მადლობას გიხდი ამ დიდებული უპირატესობისათვის, რომ შემიძლია შენი ძის სახელით ვილოცო.