
„…პირველი კაცი (ინდივიდუალური პიროვნება), ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად, ხოლო უკანასკნელი ადამი (ქრისტე) – მაცოცხლებელ სულად [რომელიც მკვდარს სიცოცხლეში აღდგენს]“. – 1 კორინთელთა 15:45
ქრისტეს სისხლის ცნება აბნევს ზოგიერთ ადამიანს, მაგრამ სწორად გააზრების გარეშე არ შეგვიძლია მისი ძალის სათანადოდ გამოყენება.
ადამის მიერ ცოდვის ჩადენის შემდეგ, მისი ცოდვა მემკვიდრეობით გადაეცემა მისი სისხლის მეშვეობით. დავითი აღიარებს ამ ჭეშმარიტებას ფსალმუნ 51:5-ში: „აჰა უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი (და მეც ცოდვილი ვარ)“.
იესო მოვიდა კაცობრიობის ცოდვის გამოსასყიდად, ჩვენთვის თავისუფლების მოსანიჭებლად და ჩვენი პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად. როგორ შეძლებდა ის ამ ყველაფრის გაკეთება ცოდვილი სისხლით?
1 კორინთელთა 15:45-ში იესო მოხსენიებულია, როგორც უკანასკნელი ადამი. იმის გამო, რომ ის ღვთისაგან იყო შობილი და არა ადმიანისგან, იესოს სისხლში არის სიცოცხლე და როდესაც ის სწორად იქნება გამოყენებული, მის სისხლში არსებული სიცოცხლე დაამარცხებს და დაძლევს სიკვდილს, რომელიც ჩადენილი ცოდვის მიერ მოქმედებს ჩვენში.
ღმერთს სურს, რომ აღგვადგინოს იმ ძალაუფლებაში, რომელიც გვეკუთვნის და ამისთვის მან უკვე ყველაფერი გააკეთა. შეიძლება ითქვას, რომ მან „დადო გარიგება“, შესყიდვის ფასი სრულად გადაიხადა და იესოს ძვირფასი სისხლით გამოგვისყიდა.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, იესოს სისხლით მე გამოსყიდული და გათავისუფლებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ცოდვაში დავიბადე, იესოს სისხლმა განმწმინდა. მადლობას გიხდი ჩემო უფალო!