„ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, [პატივისცემით] დააკაკუნეთ და [კარი] გაგეღებათ“. – მათეს 7:7
ყოფილა, რომ გარკვეულ სიტუაციაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამარჯვებისათვის გილოცია და ახლა მოლოდინის რეჟიმში ხარ? გაკვირვებულს გაწუხებს კითხვა, თუ ჯერ კიდევ რატომ არ ღებულობ პასუხს შენს ლოცვაზე? ხომ არ ფიქრობ, რომ გამარჯვებამ ზურგი შეგაქცია?
ზოგჯერ, როდესაც გარკვეულ საკითხზე დიდ ხანს ვლოცულობთ, მაგრამ პასუხს არ ვღებულობთ, ვღონდებით, ვნებდებით და ვაგრძელებთ ცხოვრებას ისევე, როგორც მანამდე ვცხოვრობდით. ჩვეულ საქმეებს ვაკეთებთ და გვაინტერესებს გვიპასუხებს თუ არა ღმერთი ოდესმე ჩვენს ლოცვაზე, და თუ გვიპასუხებს, როდის? ღმერთს მუდამ ესმის ჩვენი ლოცვები და ის მუშაობს გარკვეულ საკითხებზე, რომლის დეტალებიც ჩვენთვის უცნობია. ყველაზე მოულოდნელ წამს კი ყველაფერი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს!
მოლოდინის ჟამს, ჩვენ ან პოზიტიური განწყობით და იმედით, ანდა მოწყენილობით და უიმედობით ვივსებით. პასიურ მოლოდინს ჩვენი დაღონება და დანებება მოჰყვება. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც იმედით არის სავსე, ღმერთზეა მინდობილი და დარწმუნებულია იმაში, რომ პასუხს მალე მიიღებს და რომ მისი ცხოვრება მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს აქტიური მოლოდინია. ასეთი ადამიანის გული აღტაცებითაა აღსავსე, იმის რწმენით, რომ მისი პრობლემა შეიძლება ნებისმიერ წამს მოგვარდეს. ასეთი ადამიანი ყოველ დილას იღვიძებს მოლოდინით, რომ იპოვის თავის პასუხს. მას შეიძლება კიდევ დასჭირდეს მოცდა, მაგრამ ის განაგრძობს თხოვნას იქამდე, სანამ ღმერთი ყველაფერს მისდა სასიკეთოდ არ შემოატრიალებს.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, მინდა პოზიტიურად, იმედით აღსავსე დაგელოდო და არა პესიმისტური განწყობით. განვაგრძობ გამარჯვებისთვის ლოცვას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ შენ მას სწორ დროს მოახდენ.