
„ჩვენ კი ვიცით და დარწმუნებულები ვართ, რომ ღვთის მოყვარულებს [ღმერთთან ერთობისას, მასთან თანამშრომლობის შემთხვევაში], მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე [მისი გეგმისამებრ] სასიკეთოდ ეწევა“. – რომაელთა 8:28
მოციქული პავლე რომაელთა 8:28-ში გვეუბნება, რომ ყველაფერი სასიკეთოდ გვეწევა, ნახეთ, პავლე არ ამბობს რომ ყველაფერი სასიკეთო და კარგია, მაგრამ ყველაფერი სასიკეთოდ გვეწევა ანუ შემოტრიალდება.
ხოლო რომაელთა 12:16-ში პავლე მოციქული სწრაფი ადაპტაციისათვის მზად ყოფნისთვის მოგვიწოდებს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ვიყოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც გეგმავენ, მაგრამ არ ღონდებიან, როცა მათი გეგმები ვერ სრულდება.
წარმოიდგინე, რომ მანქანაში ჩაჯექი და არ იქოქება, ამ სიტუაციას შეგიძლია ორნაირად შეხედო. შეგიძლია თქვა, ხომ ვიცოდი, არასოდეს გამოდის ისე, როგორც ვგეგმავ.
ან შეგიძლია საკუთარ თავს უთხრა, კარგი, როგორც ჩანს ახლა ვერ წავალ, მაგრამ არა უშავს, მჯერა რომ ეს შემთხვევა სასიკეთოდ შემომიბრუნდება, ღმერთი ყველაფერს აკონტროლებს.
ნება მიეცი ღმერთს რომ შენი დიდება და შენი ამამაღლებელი იყოს (იხილე ფსალმუნი 3:3).
მას სურს, რომ აამაღლოს ყველაფერი – შენი იმედები, დამოკიდებულებები, ხასიათი, თავი, ხელები, გული – მთელი შენი ცხოვრება. გახსოვდეს, მაშინაც კი, როცა ცხოვრება გეგმის მიხედვით არ მიდის – ღმერთის მიერ ესეც შენთვის სასიკეთოდ ხდება.
დაიწყე ლოცვა
უფალო, ვიცი რა, რომ შენ ყოველივეს განაგებ და ჩემდა სასიკეთოდ წარმართავ, შემიძლია სიმშვიდეში ვიყო იმ დროსაც, როდესაც ცხოვრება ჩემი გეგმისამებრ არ მიდის. გთხოვ, დამეხმარე, რომ ასეთ ვითარებაში არსებული დადებითი საკითხები დავინახო და პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო.