„ხოლო ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავისით და არა სხვისით“. – გალატელთა 6:4 (NLT)
ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება, რადგან ღმერთს არ სურს, რომ იმედგაცრუებას ვგრძნობდეთ და უღირსობის განცდა გვქონდეს იმ კურთხვებისთვის, რომლის მოცემაც მას სურს ჩვენთვის.
ჩვენი ცხოვრების სხვებისთვის შედარება უსამართლობაა – მათთვისაც და ჩვენთვისაც.
უსამართლობაა მათთვის, რადგან თუ ეჭვიანობას დავიწყებთ იმის გამო, რაც მათ აქვთ, რაც იციან ან როგორც გამოიყურებიან, მათზე გაბრაზებას დავიწყებთ და მაშინ ვეღარ დავაფასებთ მათ, როგორც მშვენიერ ადამიანებს, როგორებადაც ღმერთმა შექმნა ისინი.
ეს უსამართლობაა საკუთარი თავის მიმართაც, რადგან ზღუდავს ღმერთის გეგმას ჩვენთვის. შედარებით ვეუბნებით ღმერთს: „მე მინდა შევზღუდო შენი მუშაობა ჩემს ცხოვრებაზე, მინდა ეს და არაფერი სხვა, უბრალოდ მინდა იმ სხვა ადამიანივით ვიყო“.
მაგრამ ღმერთს ინდივიდუალური გეგმა აქვს თითოეული ჩვენგანისთვის. მისი გეგმები შენს მიმართ ბევრად უფრო დიდია, ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო. შეწყვიტე მათი სხვებისადმი შედარება, რათა შეძლო იარო ამ გეგმების მიხედვით, რაც მას შენვთის აქვს და მიიღო ის კურთხევები, რომლებსაც ეს გეგმები მოგიტანს.
დაიწყე ლოცვა
სულოწმინდაო, გთხოვ, დამეხმარე ყურადღებით გამოვიკვლიო ჩემი გული და გამოვაშკარავო ყველა სახის შური, უპატიებლობა ანდა ფრუსტრაცია, რომელიც საკუთარი თავის სხვებთან შედარებისაგან გამიჩნდა. მინდა ვიყო ის, ვინც შენ გინდა რომ ვიყო და ვიცხოვრო ისე, როგორც შენ გსურს რომ ვიცხოვრო.