შენი ტანჯვა ღმერთს არ განადიდებს

„ზეციერზე (ზებუნებრივ საკითხებზე) იფიქრეთ (მათით აღავსეთ თქვენი ფიქრები) და არა მიწიერზე (რაც დედამიწაზეა)“. – კოლასელთა 3:2

ბევრი ქრისტიანი ცხოვრობს ცრუ იდეით, რომ ღმერთს მათი ტანჯვა სურს. რა თქმა უნდა ტანჯვა გარდაუვალია, მაგრამ ღმერთს ნამდვილად არ ანიჭებს სიამოვნებას ეს. ღმერთს ადიდებს ჩვენი სწორი დამოკიდებულებები განსაცდელის ჟამს და მას სურს, რომ გამარჯვებულნი ვიყოთ.

მაშინ რატომ ვირჩევთ, რომ გამწარებულნი, დაჭრილნი, გაბრაზებულნი და დეპრესირებულნი ვიყოთ?

არსებობს ერთი საიმედო გზა, რომ გადალახო განსაცდელი სწორი დამოკიდებულებით: მომართეთ თქვენი გონება და დატოვეთ ის ზეციურ საკითხებზე ფოკუსირებული და არა მიწიერზე. თქვენ შეიარაღებულნი უნდა იყოთ სწორი აზროვნებით, სხვაგვარად დამარცხდებით სირთულეების დროს.

მომართეთ თქვენი გონება და სრულად გაიაზრეთ, რომ მსხვერპლის პოზიციიდან გამარჯვებულის პოზოციაზე გადასვლა არ იქნება სწრაფი და მარტივი პროცესი. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ გამოცდილება უფრო გაგაძლიერებთ და საშუალებას მოგცემთ დაეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან და იმავე ბრძოლების გავლა უწევთ.

აღფრთოვანდი შენი მომავალით და გააცნობიერე, რომ რაიმე სირთულის  გავლა ღმერთთან ერთად ნიშნავს, რომ ამ სირთულიდან გამოხვალ გამარჯვებით, რომელსაც ვერავინ წაგართმევს.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მსხვერპლის აზროვნების დასაძლევად შენი დახმარება მჭირდება. დღეიდან ზეციურ საკითხებზე ფიქრებს ვირჩევ, რათა სწორი მიდგომა ვიქონიო ნებისმიერი სირთულის გადალახვისას. ვიცი, თუ ჩემში შენი ფიქრები და შენი ჭეშმარიტება იქნება დამკვიდრებული, მე ყველაფრის დაძლევას შევძლებ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon