მარტო მიტოვებულს არ ნიშნავს

„გამაგრდით და განმტკიცდით, …რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი, მოდის შენთან ერთად. ის არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს“. –  მე-2 რჯული 31:6

მარტოსულობას ადამიანები განიცდიან, როგორც შინაგან ტკივილს, ვაკუუმს, ან სიყვარულის წადილს. მისი გვერდითი მოვლენები კი სიცარიელე, უსარგებლობისა და უმიზნობის შეგრძნებებია.

მარტოსულობის უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ უამრავი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ვალდებული არ არის ამ შეგრძნებით იცხოვროს და შეუძლია დაუპირისპირდეს და გაუმკლავდეს მას.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მარტო ყოფნა სულაც არ ნიშნავს რომ მარტოსული ხარ.  მართალია, ყოველთვის არ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ მარტოობა, მაგრამ არსებობს გზა, რომ ავიცილოთ მარტოსულობის ზემოქმედება ჩვენზე.

ღვთის სიტყვა გვეუბნება, რომ ვიყოთ ძლიერნი და მტკიცენი, რადგან ღმერთი მუდამ ჩვენთან არის. შეიძლება ფიზიკურად მარტო იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტოსულიც ხარ, რადგან სულიერად, ღმერთი ყოველთვის შენთანაა და ის არასოდეს მიგატოვებს.

შემდეგში, როდესაც მარტოსულობის განცდა შემოგიტევს, მოგიწოდებ, რომ გაიხსენო რჯულის 31:6. ხმამაღლა განაცხადე რომ ღმერთი შენთანაა და ესაუბრე მას. თუ შენს ცხოვრებაში ადგილს დაუთმობ უფალს, ღმერთის თანდასწრება აავსებს მას. შენ არ უნდა იყო მარტოსული, რადგან ღმერთის თანდასწრება შენთანაა ყველაგან, სადაც არ უნდა წახვიდე.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, ძალიან მიხარია, რომ შენ მუდამ ჩემთან ხარ. ვიცი, თავი მიტოვებულად არასოდეს უნდა ვიგრძნო, რადგან შენ განუწყვეტლივ ჩემს გვერდით ხარ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon