„ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია“. – იგავნი 10:19 (NKJV)
ყველას გვჭირდება საკუთარი ბაგეების მორჩლება და მათთვის გარკვეული საზღვრების დადგენა. იგავების 10:19 გვასწავლის, რომ „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია“ (NKJV). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ, ხშირად რთულ ვითარებაში ვარდებიან.
ჩვენ სიტყვებს განსაკუთრებულად დიდი ძალა გააჩნიათ, ამიტომ საჭიროა ვისწავლოთ მხოლოდ იმის თქმა, რაც საჭიროა. მე ამას „სუფთად“ საუბარს ვეძახი. სამუშაოს შესრულებისას ყოველი ჩვენგანი ხელზე ასაღებ, ზუსტ საზღაურს ვღებულობთ, საიდანაც ყველა სახის გადასახადი უკვე გამოკლებულია.
იგივე პრინციპის გამოყენება შეგვიძლია ჩვენს საუბართან მიმართებაში.
შენი ლექსიკონიდან გარკვეული სიტყვები უნდა ამოიღო მანამ, სანამ მათ შენი ბაგეებით წარმოთქვამ მათ. ეს მოიცავს ნეგატიურ განცხადებებს, ჭორაობას, პირფერობას, სარკაზმს, უხეშ ჟესტიკულაციას, ან უწმაწურ ხუმრობას. ამის ნაცვლად აირჩიე ადამაინებზე კეთილად საუბარი, მათ დადებით თვისებებზე ყურადღების გამახვილება. ასეთ შემთხვევაში, შენს გარშემო მყოფი ადამიანები შენი მადლიერები და გამხნევებულები იქნებიან, შენ კი რთულ ვითარებაში არ აღმოჩნდები!
დაიწყე ლოცვა
ღმერთო მინდა სწორად, „სუფთად“ ვისაუბრო და არასწორ ვითარებას ავარიდო თავი. გთხოვ, გამაძლიერე და გამამხნევე, რადგან მე ჩემს ბაგეზე შენს მიერ დაწესებული საზღვრებით მინდა ვისაუბრო და ვიცხოვრო.