მოიპოვეთ ცდუნებების გადალახვის ძალა

საცდუნებლად დაგებული მახე, ხაფანგი), მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც მოვლენ“. –  ლუკას 17:1

ცდუნება ან ცდუნებაში ჩავარდნა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დასაბამიდან და დღესაც ჩვენი ცხოვრების ძალიან რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. მოგვწონს ეს თუ არა, ყველას მოგვიწევს მასთან გამკლავება. ლუკას სახარების 17:1-ში იესომ თქვა, რომ ცდუნება (ხაფანგი, მახე ცოდვაში ჩასათრევად) აუცილებლად მოვა.

მაგრამ რატომ უნდა გავუმკლავდეთ და ვებრძოლოთ ცდუნებას? იმიტომ, რომ ეს აძლიერებს ჩვენს რწმენას – ჩვენს სულიერ კუნთებს. თუ არასოდეს მოგვიწევს ცდუნებებთან შებრძოლება, ვერასოდეს გავიგებთ რა სულიერ ძალას ვფლობთ. ჩვენი სულიერი ძალის გასავითარებლად, უნდა გავიაროთ ყველანაირი გამოცდა და ცდუნება, დიდიც და პატარაც.

ლუკას სახარების მეოთხე თავში ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდის სატანა იესოს  და ცდილობს მოუძებნოს სუსტი მხარე იერიშის მისატანად, მაგრამ იესო მტკიცედ იდგა და სძლია მტერს. მოგიწოდებთ, რომ მოიქცეთ ისე, როგორც იესო მოიქცა ცდუნების წინაშე დგომისას, მან პირდაპირ ღმერთის სიტყვას მიმართა. ღმერთმა წინასწარ იცოდა, რომ იესო ამ გამოცდას გაივლისა და მჯერა, რომ ის დარწმუნებულია ჩვენშიც. იესოს მაგალითს თუ მივყვებით, ჩვენც დავძლევთ ცდუნებას და ბევრ განსაცდელს გადავლახავთ.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მადლობას გიხდი მტრის ცდუნებასთან გასამკლავებლად შენი დახმარებისათვის. როდესაც ცდუნების წინაშე აღმოვჩნდები, მე შენს სიტყვას მივმართავ და მის გადასალახად შენს ჭეშმარიტებას გამოვიყენებ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon