
„შვილო, ჩემს სიტყვას მოუსმინე, ჩემს ნათქვამს დაუგდე ყური“. – იგავნი 4:20
მრავალი ადამიანი მეკითხება, როგორ შეისწავლონ ღმერთის სიტყვა? მინდა გაგიზიაროთ ოთხი რჩევა, რომლებიც ამ პროცესში დაგეხმარებათ:
- მიზანმიმართულად გამოყავით დრო ღმერთის სიტყვის შესწავლისათვის. მე ღმერთთან შეხვედრებს დილაობით ვნიშნავ ხოლმე, მაგრამ თუ თქვენთვის ეს რთულია, თქვენთვის მისაღები დრო აირჩიეთ. თუნდაც ყოველ დღე ვერ შეძლოთ ამის გაკეთება, მცირედით დაიწყეთ და დაინახავთ, როგორ საოცარ ნაყოფს მოგიტანთ ეს!
- მოამზადეთ შესაბამისი ადგილი. აირჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც თქვენ გსიამოვნებთ ყოფნა. მაგალითად ის ოთახი, სადაც განმარტოებას შეძლებთ.
- მოამზადეთ საჭირო ინვენტარი. რასაკვირველია, თქვენ ბიბლია დაგჭირდებათ. გარდა ამისა, შეიძლება დაგჭირდეთ ბიბლიური ლექსიკონი, კალამი და რვეული. ასე, თქვენ მზად იქნებით საჭირო ჩანაწერების გასაკეთებლად.
- შეამზადეთ თქვენი გული. დაელაპარაკეთ ღმერთს და თუ საჭირო გახდება აღიარეთ და მოინანიეთ გარკვეული საკითხები, სიმშვიდით დაიწყეთ ღმერთის სიტყვის შესწავლა. წინასწარ გათავისუფლდით ყველაფრისაგან, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ ღმერთის სიტყვვის მეშვეობით, ღმერთისაგან გამოცხადება მიიღოთ.
არ დაგავიწყდეთ რეგულარულად შეისწავლოთ ღმერთის სიტყვა, რადგან მასშია ის ძალა, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა და თქვენი გარდაქმნა შეუძლია, რათა გახდეთ ის პიროვნება, როგორიც ღმერთს სურს რომ იყოთ.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი დრო გამოვყო შენი სიტყვის შესასწავლად. მასწავლე, როგორ აღვიქვა, გავითვალისწინო და დავემორჩილო შენს ჭეშმარიტებას ყოველდღიურად.