განიცადე ახალი დასაწყისი

„და გამუდმებით განახლდით თქვენი გონების სულით [იქონიეთ საღი გონებრივი და სულიერი მიდგომა]“. – ეფესელთა 4:23

ბიბლიაში მრავალი ისტორიაა მოყვანილი ადამიანებზე, რომლებმაც ახალი დასაწყისი განიცადეს. ორმოცი წლის მწყემსობის შემდეგ, მოსე ერის ლიდერი გახდა. პავლეს სძულდა ქრისტე, სანამ ღმერთმა არ განაახლა ის და ყველა დროის ერთ-ერთი დიდებული მოციქული გახადა.

როდესაც იესოს პირად მხსნელად ვღებულობთ, ეს უპირობო ახალ დასაწყისს ნიშნავს. ჩვენ ახალი ქმნილებები ვხდებით და გვეძლევა შესაძლებლობა ვისწავლოთ ახლებულად ცხოვრება. მაგრამ ამ ახალი ცხოვრების მიღწევის პირველი ნაბიჯი არის რწმენა იმისა, რომ ეს ახლებული ცხოვრება ხელმისაწვდომია ჩვენთვის.

ეფესელთა 4:23 ამბობს, რომ ჩვენ განუწყვეტილივ უნდა განვახლდეთ ჩვენს გონებაში და ჩვენს მიდგომებში. ადვილია იკითხო ბიბლიაში მოყვანილი დიდებული ადამიანების შესახებ და იფიქრო, რომ შენ მათ არ გავხარ, მაგრამ როგორც კი ასეთი ფიქრი გეწვევა, შენ მყისვე უნდა მოახდინო შენი გონების განახლება.

ღმერთის სიტყვის შესაბამისად ფიქრი აირჩიე, არა შენი გრძნობების შესაბამისად. მიიღე ღმერთის სიყვარული და განიცადე ახალი დასაწყისი. ცხოვრება ბევრად უფრო ტკბილი გახდება, თუ იცხოვრებ ამ მიდგომით: „ღმერთი, სრულიად მცვლის, ჩემი შინაგანიდან გარეგნობამდე. ის ახლიდან დაწყების შესაძლებლობას მაძლევს და მე წინ დიდებული მომავალი მელოდება!

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, ჩემი გონების განახლება შენი სიტყვის მეშვეობით მსურს. ვიცი, რომ შენ ახალი დასაწყისი გაქვს ჩემთვის და მოსეს და პავლეს მსგავსად მიხმობ. დღეს შენს მოწვევას ვღებულობ და მწამს, რომ მოახდენ ჩემი გონების განახლებას.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon