დაეთანხმე ღმერთის მიერ განსაზღვრულ დროს

„…ღმერთმა არ წაიყვანა ისინი ფილისტიმელების ქვეყნის გზით, რადგან ახლოს იყო იგი, რადგან თქვა ღმერთმა: “რათა არ გადაიფიქროს ხალხმა ბრძოლის დანახვაზე და არ დაბრუნდეს ეგვიპტეში. და შემოატარა ღმერთმა ხალხი უდაბნოს …“. –  გამოსვლა 13:17-18

ღმერთი ჩვენი ცხოვრებასთვის განსაზღვრულ მრავალ იმედს და ოცნებას გვთავაზობს. მაგრამ ყოველთვის არ გვამცნობს თავისი ჩანაფიქრის აღსრულების ზუსტ დროს. რაოდენ გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს ღმერთის მიერ განსაზღვრული დროის და თარიღის არცოდნა, ხშირად ეს უფლის მიერ ჩვენთვის ჩაფიქრებული გეგმის განუყოფელი ნაწილია. როდესაც ღმერთის მიერ განსაზღვრულ დროს ვემორჩილებით, საშუალება გვეძლევა დავტკბეთ ჩვენი ცხოვრებით, ამასობაში კი ღმერთი ჩვენი პრობლემების მოგვარებით იქნება დაკავებული.

გამოსვლის 13:17-18-ში ნათქვამია, რომ ღმერთი ისრაელიანებს აღთქმული მიწისაკენ უფრო გრძელი და რთული გზით მიუძღვებოდა, რადგან ისინი ამ მიწაში შესასვლელად ჯერ არ იყვნენ მზად. მათი სწავლისთვის და წვრთნისათვის განსაზღვრული დრო იყო საჭრო, რის გამოც მათ რთული გამოწვევების გადალახვა მოუწიათ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ღმერთი მათზე ზრუნვას არ წყვეტდა და გამუდმებით აჩვენებდა, რა სურდა მათგან.

იგივე ხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაშიც… ღმერთის მიერ ჩვენი მომზადების პერიოდში, უნდა გავაკეთოთ ის, რასაც უფალი გვეუბნება და იმ დროს, როდესაც ის გვეუბნება – ზედმეტი კითხვების დასმის და ყველაფერში გარკვევის მცდელობის გარეშე. მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხანი უნდა ველოდოთ, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენივე სიკეთისათვის არის საჭირო ღმერთის მიერ განსაზღვრულ დროს დაველოდოთ.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, შენს მიერ განზასღვრულ დროს ვემორჩილები. შეიძლება ყოველთვის ვერ ვხვდებოდე, მაგრამ ვიცი, რომ შენი გზები მუდამ სრულყოფილია და მე შენ სრულიად გენდობი.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon