„…რადგან რაც რწმენით არაა, ცოდვაა [ყველაფერი რაც ღმერთის დასტურის გარეშეა კეთდება]“. – რომაელთა 14:23
ძალიან ხშირად ადამიანები ნერვიულობენ და დარდობენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, რამდენად დამანგრეველია ეს მათთვის. თუ ამ საკითხს ძირფესვიანად შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ დარდი – ცოდვაა. დარდი რწმენის ნაყოფი არ არის და რომაელთა 14:23 გვეუბნება, რომ ყველაფერი, რაც რწმენით არ არის და მისგან არ მოდის, ცოდვაა.
ძირითადად, დარდი ერთ კონკრეტულ ცოდვაზეა დაფუძნებული – პატივმოყვარეობაზე. ხშირად, როდესაც ვდარდობთ, ჩვენ ვწუხვართ ჩვენს აუსრულებელ ხორციელ სურვილებზე. რაც უფრო ეგოისტური სურვილები გაქვთ, მით უფრო მეტად ნერვიულობთ მათზე და უფრო რთული ხდება თქვენი ცხოვრება.
ღმერთს სურს, რომ ჩვენი ყურადღება მის მსახურებაზე გავამახვილოთ.
ღმერთის ნებაა, რომ ჩვენ დარდისა და შფოთვისაგან გათავისუფლებულებმა ვიცხოვროთ. მას სურს, რომ თავისუფალნი ვიყოთ მის მსახურებაში და არა გზააბნეულნი (იხლე 1 კორინთელთა 7:34). არ უნდა მივცეთ ცხოვრებისეულ საზრუნავსა და სადარდებელს უფლება, დაგვაშოროს ღმერთის მიერ ჩვენთვის განსაზღვრული მოწოდების შესრულებისაგან.
ილოცე, რომ ღმერთი დაგეხმაროს და დაგანახოს, როგორ გათავისუფლდე ხორციელი სურვილებისაგან. ეს დაგეხმარება შენი ცხოვრების გამარტივებაში და დარდის დაძლევაში. მხოლოდ ამის შემდეგ, შენ მთელი გულით შეძლებ ღმერთის მიერ შენი ცხოვრებისთვის განსაზღვრული დიდებული მოწოდების შესრულებას.
დაიწყე ლოცვა
მამა ღმერთო, მადლობას გიხდი, შენი მითითებისთვის, რომ დარდი არის ცოდვა. დამეხმარე გავთავისუფლდე ჩემი ხორციელი, უღმრთო სურვილებისაგან რათა თავისუფალმა შევძლო შენს მიერ ჩემთვის განსაზღვრული გეგმის აღსრულება.