თქვენ ვერ შეცვლით თქვენს ცოხვრებას, თუ არ შეცვლით თქვენს აზროვნებას

„და ბოლოს, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე, რაც მოსაწონი და სანაქებოა, იმაზე იფიქრეთ“. –  ფილიპელთა 4:8 (NKJV)

მრავალი წლის მანძილზე თავს უბედურად ვგრძნობდი, რადგან დილით, გაღვიძებისთანავე უარყოფით, დამთრგუნველ, სევდიან საკითხებზე ვიწყებდი ფიქრს. ახლა სრულიად კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, რადგან სულიწმინდამ მასწავლა ჩემში არსებული ქრისტეს გონებით ფიქრი.

თუ თქვენც, ჩემს მსგავსად, მრავალი წლის განმავლობაში უარყოფითი ფიქრების ტყვე ხართ, იცოდეთ, რომ დღეიდან, ღმერთის დახმარებით, თქვენ ამის შეცვლა შეგიძლიათ.

უპირველეს ყოვლისა საჭიროა გაიგოთ, რომ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ თქვენ კარდინალურად შეცვლით თქვენს აზროვნებას. ცვლილებების უმნიშვნელოვანესი პირობაა იქონიოთ განახლებული გონება და ღვთისათვის სათნო ფიქრები.

ბიბლიაში მრავალი მითითებაა იმის შესახებ, თუ როგორი ფიქრები უნდა ვიქონიოთ და რაზე ვიფიქროთ. ფილიპელთა 4:8 მოგვიწოდებს ვიფიქროთ იმაზე, რასაც დადებითი ზეგავლენა აქვს ჩვენზე, არა იმაზე რაც ზიანს გვაყენებს და ზოგადად არის დამანგრეველი.

დღეს მინდა მოგიწოდოთ, არ დაიწყოთ თქვენი დილა უარყოფითი ფიქრებით. უკეთესია აირჩიოთ წმინდა წერილის რომელიმე გამამხნევებელი მუხლი და გაღვიძებისთანავე მასზე იფიქროთ. მიეცით ღმერთის სიტყვას საშუალება დამკვიდრდეს და ფესვები გაიდგას თქვენს გულში და რადიკალურად შეცვალოს თქვენი აზროვნება. ყურადღება გაამახვილეთ პოზიტიურ ფიქრებზე და თქვენ აუცილებლად მიიღებთ დიდებულ ცვლილებებს.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მზად ვარ შევიცვალო და ქრისტეს გონებით ვიცხოვრო. დამეხმარე ვიფიქრო მხოლოდ იმაზე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, რაც მოსაწონი და სანაქებოა, ანუ იმაზე, რაც შენგან გარდმოედინება.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon