„ვინაიდან ღვთის სასუფეველი [თქვენთვის სასურველი] საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე [მდგომარეობა, რომელიც ღვთის წინაშე სათნოს გვხდის], მშვიდობა [გულში] და სიხარული სულიწმიდაში“. – რომაელთა 14:17
რომაელთა 14:17 განმარტავს, რომ ღვთის სასუფეველი არის „სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში“.
ჩვენ მოწოდებულების ვართ გულმოდგინედ შევისწავლოთ ღმერთის სიტყვა და მისი სასუფეველი ვეძიოთ, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრებაში სულ სხვა რაღაცეებს ეძებენ. მათ არ აქვთ სიმართლე, არც სიმშვიდე და სიხარული გააჩნიათ, რადგან მათ სულ სხვა რამე აინტერესებთ.
ადრე მეგონა, რომ თუ მრავალი ამქვეყნიური რაღაცეები მექნებოდა, უდარდელ ცხოვრებას მოვიპოვებდი, მაგრამ რამდენიც არ უნდა შემეძინა, სიმშვიდეს ვერ ვპოულობდი. ჭეშმარიტ სიმშვიდეს მხოლოდ ღმერთთან ერთობის მეშვეობით ვაღწევთ.
მნიშნელოვანია რომ ეს საკითხი კარგად გვესმოდეს, ვინაიდან ქრისტიანთა უმრავლესობა, ჩემი აზრით, ფუჭად ხარჯავს თავის ცხოვრებას სხვადასხვა არაფრის მომცემი რაღაცეების ძიებაში. არადა ჩვენი ჭეშმარიტი განძი და სიმდიდრე იესოა!
დღეს თქვენ რისკენ მიიღწვით? რა არის თქვენი სიმდიდრე? ის, რასაც ქვეყნიერება გვთავაზობს, ჭეშმარიტად ვერ დაგაკმაყოფილებთ. მაგრამ თუ უპირველეს ყოვლისა თქვენ ღმერთის, მისი სიმართლის, სიმშვიდის და სიხარულის ძიებას დაიწყებთ, სრულყოფილ, ბედნიერ ცხოვრებას მიაღწევთ, რომელიც თქვენ თავად ღმერთმა განგისაზღვრათ. გაყევით ღმერთს!
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, დღეს ვიღებ გადაწყვეტილებას შევწყვიტო ამქვეყნიური რაღაცეებისკენ სწრაფვა, ანუ იმისკენ, რაც ჭეშმარიტი ბედნიერების მომცემი არ არის. შენთან ერთობა მინდა, ამიტომ შენს სიმართლეს, სიმშვიდეს და სიხარულს ვეძებ.