ღმერთს გაბზარული ქოთნის გამოყენება შეუძლია

„და ახლა, უფალო, ჩვენი მამა ხარ შენ, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი ჩვენი შემქმნელი; შენი ხელის ნაკეთები ვართ ჩვენ ყველანი“. –  ესაია 64:8

ღმერთი არ მოითხოვს ჩვენგან სრულყოფილებას – მან თავად შეგვქმნა და იცის, რომ ადამიანები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ. ჩვენი დავალება ის არის, რომ ყოველ დილით, ადგომისთანავე მთელი ძალით ვეცადოთ ვემსახუროთ ღმერთს იმ უნარებით, რომელიც მან გვიბოძა. ხოლო როცა შეცდომებს დავუშვებთ, ჩვენ უნდა მივმართოთ ღმერთს, მივიღოთ მისი პატიება და გავაგრძელოთ მისი მსახურება.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთს არ შეუძლია მათი გამოყენება, რადგან ისინი სრულყოფილნი არ არიან, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ღმერთი (მექოთნე) იყენებს გაბზარულ ქოთნებს (ჩვენ) რათა თავისი საქმე აღასრულოს.  ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ჭურჭლები ვართ ღვთის ხელში, რომლის ავსებაც ღმერთს თავისი სიკეთითა და სინათლით სურს და ჩვენ ეს სიკეთე და სინათლე ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს უნდა გავუზიაროთ.

ნუ შეგეშინდებათ თქვენი ნაკლის, აღიარეთ ის და ნება მიეცით ღმერთს ამის მიუხედავად გამოგიყენოთ. შეწყვიტე იმაზე წუხილი თუ როგორი არ ხარ და მიუძღვენი ღმერთს შენი თავი, ისეთი, როგორიც ხარ. მზერა მიაპყარი ღმერთს, რომელიც სრულყოფილია და დაფიქრდი იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას შენში და შენი მეშვეობით.

შენ შეიძლება „გაბზარული ქოთანი“ იყო და ამავდროულად შესანიშნავი მიღწევები გქონდეს, შეგიძლია ვიღაც გააბედნიერო, შეგიძლია გაამხნევო, ააშენო და ბიძგი მისცე შენს გარშემომყოფებს. შენ შეგიძლია შენი ნიჭები და უნარები ღმერთის მსახურებისთვის გამოიყენო.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მე შეიძლება „გაბზარული ქოთანი“ ვიყო, მაგრამ შენ, როგორც ჩემს შემქმნელს,  ჩემი სისუსტეების მიუხედავად, შენს მიერ განსაზღვრული დანიშნულებისამებრ შეგიძლია გამომიყენო. შენი სიკეთით და სინათლით აღმავსე, რათა ჩემს გარშემო არსებულ სამყაროს გავუზიარო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon