„სანთელია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის“. – ფსალმუნი 118:105
ყველა ჩვენთაგანისათვის საჭიროა ღმერთთან ურთიერთობის გაზრდა და გაუმჯობესება. წარსულში, განვიცდიდი, როდესაც ვფიქრობდი რამდენი რამ მელოდა კიდევ წინ და რამხელა გზა მქონდა ჯერ კიდევ გასავლელი. ამას საკუთარ თავს ყოველ დღე, ზოგჯერ კი საათში ერთხელ ვახსენებდი. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ არ ვიყავი ისეთი, როგორიც უნდა ვყოფილიყავი, არ ვაკეთებდი იმდენს, რამდენიც უნდა მეკეთებინა, რომ მეტი ძალისხმევა უნდა ჩამედო ყველაფერში. მაგრამ, რაც უფრო მეტს ვცდილობდი, მით უფრო მეტ წარუმატებლობას განვიცდიდი.
ახლა, მე სხვა დამოკიდებულება მაქვს აღნიშნულ საკითხთან: „მე ჯერ არ მივაღწიე იმას, რაც მსურს, მაგრამ მადლობა ღმერთს, აღარ ვარ იქ, სადაც ადრე ვიყავი. მე წინ მივდივარ და წარმატებებს ვაღწევ!“ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ღმერთი ჩემზე განრისხებული არ არის იმის გამო, რომ დანიშნულების ადგილამდე ჯერ ვერ მივაღწიე. მას უხარია, როდესაც გულმოდგინედ მივდივარ წინ და არ ვშორდები იმ გზას, რომელიც ღმერთმა განმისაზღვრა.
თუ გულმოდგინედ გავაგრძელებთ წინ სვლას, ღმერთს ჩვენი მიღწევებით ვაამებთ. ის დაგვპირდა, რომ გზას გაგვინათებს. შეიძლება გზის მიმართულება არ ვიცოდეთ და დრო და დრო შეცდომებს ვუშვებდეთ, მაგრამ ღმერთი ერთგულია. ის ხედავს ჩვენს პროგრესს. ის ამაყობს ჩვენით და დაგვეხმარება, რომ სწორ გზას არ ჩამოვშორდეთ!
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, არ დავღონდები იმის გამო, რომ ჩემი ცხოვრების დანიშნულების ადგილამდე ჯერ ვერ მივაღწიე. შენ დამეხმარე, რომ ამდენი განმევლო და ვიცი, რომ განაგრძობ შენი სინათლის მოფენას ჩემს გზაზე.