„…რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი…“ – 2 ნეშტთა 16:9 (KJV)
ჩემი ცხოვრების მანძილზე, ღმერთი დრო და დრო მახსენებდა, რომ ის სრულყოფილ მოქმედებას კი არ მოელოდა ჩვენგან, არამედ ჩვენი მისდამი ერთგულება სურდა.
ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ღმერთი არ გამოიყენებს მათ, სანამ ისინი სრულყოფილებას არ მიაღწევენ. ასეთი აზროვნება ხელს უშლის ღმერთს თავისი ნება აღასრულოს ამ ადამიანების მეშვეობით. საქმე იმაშია, რომ ღმერთი ჩვენ არა მიღწევების და ხასიათის გამო გვიყენებს, არამედ მათ მიუხედავად.
ხშირად ადამიანთა „სიყვარული“ თქვენს საქციელზეა დამოკიდებული. თუ თქვენ აკეთებთ იმას, რაც მათ სურთ, მაშინ ადამიანები გღებულობენ, ხოლო თუ არ აკეთებთ იმას, რაც სხვების სურვილია, მაშინ ისინი უარგყოფენ. ღმერთის სიყვარული კი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მან მიგიღო და უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებისადმი უაზრო დამოკიდებულება უნდა იქონიოთ და სიწმინდისაკენ აღარ ისწრაფოთ. ღმერთის ერთგული ადამიანი, მთელი გულით ცდილობს, რომ ღმერთს აამოს, თუმცა ამავდროულად ესმის, რომ მის მიერ დაშვებული შეცდომებისა და სისუსტეების გამო, ღმერთი მას არ უარყოფს. ღმერთს ვუყვარვართ და სისუსტეების დაძლევაში გვეხმარება.
მიიღეთ ღმერთის სიყვარული და პასუხად, თქვენი მოსიყვარულე და ერთგული გული მიუძღვენით მას!
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, ვიცი, რომ ჩემი სისუსტეების და შეცდომების მიუხედავად გიყვარვარ. მადლობას გიხდი შენი სიყვარულისათვის და პასუხად ჩემს გულს გიძღვნი. ვიცი, რომ შენ გამომიყენებ, თუ მთელი გულით შენი ერთგული დავრჩები.