იმედი არის კეთილი მოვლენების მხიარული მოლოდინი

„ხანგრძლივი მოლოდინი გულს ქანცავს, აღსრულებული სურვილი კი სიცოცხლის ხეა“. –  იგავნი 13:12

მე იმედს, როგორიც „კეთილი მოვლენების მხიარულ მოლოდინს“ აღვიქვამ. როდესაც ღმერთის სიკეთის მოლოდინი გვაქვს, რომ ის თავის წყალობას ავლენს ჩვენს ცხოვრებაში, ეს სიხარულს გვანიჭებს. თქვენ თუ გაქვთ იმის იმედი, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული, კარგი და სიკეთის მომტანი მოხდება?

ყველა ჩვენთაგანი თავის ცხოვრებაში გარკვეულ მიმართულებას ირჩევს. როდესაც ღმერთი გვქმნიდა, მას სურდა, რომ ჩვენ მიზანდასახული ადამიანები ვყოფილიყავით. ოცნების და მიზნის გარეშე, ჩვენ ცხოვრების მიმართ ინტერესს და იმედის ვკარგავთ. იგავების წიგნში 31:12-ში წერია, რომ „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ქანცავს, აღსრულებული სურვილი კი სიცოცხლის ხეა“.

ღმერთს სურს, რომ ჩვენ მისი იმედით ვიცხოვროთ, რათა ჩვენი ცხოვრებით ტკბობა შევძლოთ.

იმედის გარეშე ბედნიერი ვერ იქნებით. რაც უფრო მეტად გაქვთ ღმერთის იმედი, მით უფრო ბედნიერები ხართ. იმედი არის მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შემოგვიტრიალდება. იმედი ბადებს ოპტიმიზს! იმისათვის, რომ ცხოვრებით დავტკბეთ, საჭიროა ვიქონიოთ იმედი და დადებითი განწყობა.  ჩვენი ღმერთი – სიკეთის ღმერთია და მას სურს, რომ ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაში კეთილი მოვლენები ხდებოდეს. ამიტომ, ყოველდღე აღივსეთ უფლის იმედით და იცხოვრეთ მოლოდინში, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებულად კარგი მოხდება.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, დღეს არჩევანს ვაკეთებ, ვიცხოვრო ბედნიერი ცხოვრებით და ვიქონიო დადებითი მოლოდინი იმისა, რომ შენს სიკეთეს ვიხილავ ჩემს ცხოვრებაში. ჩემი იმედის ზრდასთან ერთად, ჩემი სიხარულიც მატულობს. ღმერთო, ჩემს იმედს შენზე ვამყარებ!

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon