შურის საბრთხე

„რადგან, სადაც შური და შუღლია (პაექრობა და ეგოისტური მიზნები), იქ შფოთი (ჩხუბი, უთანხმოება, მეამბოხეობა) და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა“. – იაკობის 3:16

ეჭვიანობით გამოწვეული სიბრაზე, ბიბლიაში მოხსენიებული ერთ-ერთი პირველი უარყოფითი ემოციაა. დაბადების წიგნის მე-4 თავი გადმოგვცემს, რომ კაენმა თავისი ძმა აბელი მოკლა, რადგან მან იეჭვიანა სიბრაზემდე. აღნიშნული ისტორია ეჭვიანობისა და შურის მძიმე შედეგზე მოგვითხრობს და გვახსენებს, თუ რაოდენ საშიში შეიძლება იყოს ის.

დღევანდელ საზოგადოებაში ადამიანები საკუთარ ფასეულობასა და მნიშვნელოვანებას გრძნობენ ისეთი რაღაცების მიხედვით, როგორიცაა სამუშაო ადგილი, სოციალური სტატუსი ან პოზიცია ეკლესიაში.  ამგვარი შეხედულებების გამო, მათ ეშინიათ, რომ სხვა ადამიანები მათზე წინ წავლენ და მეტად წარმატებულები გახდნენ. შურით აღვსილნი, ისინი ადამიანთა თვალში განსაკუთრებული პატივის მოპოვებას ცდილობენ.

თუ შენც ამგვარ დამოკიდებულებას ებრძვი, გაიაზრე, რომ ღმერთს გარკვეული მიზეზით ჰყავხარ ამ მდგომარეობაში. მას კეთილი გეგმები აქვს შენი ცხოვრებისთვის და იცის, როგორ შეგამზადოს ამ გეგმების შესასრულებლად.

ნუ უგულებელყოფ პატარა ნაბიჯებს. ჩვენი სიხარული და სისავსე მოდის იმ მოწოდებისადმი მორჩილებიდან, რომელიც ღმერთმა ჩადო ჩვენს ცხოვრებაში და არა შურით აღძრული მცდელობებიდან, რომ მიაღწიო იმდაგვარ რაიმეს, რაც მიგაჩნია, რომ ხალხზე შთაბეჭდილებას მოახდენს. ენდე ღმერთს და გჯეროდეს, რომ იქ ხარ, სადაც საჭიროა რომ იყო.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, შური სახიფათო და დაუშვებელია, ამიტომ არ მინდა მასთან რაიმე საერთო ვიქონიო. ჩემი სტატუსი ამქვეყნიური თანამდებობებით და ადამიანთა აღიარებით არ განისაზღვრება. მე მხოლოდ შენ მჭირდები.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon