გათავისუფლდით გაჭირვების შიშისაგან

„ხოლო ჩემი ღმერთი (სისავსით) აღავსებს თქვენს ყოველ საჭიროებას, თავისი სიუხვისამებრ, დიდებით ქრისტე იესოში“. –  ფილიპელთა 4:19

ერთ-ერთი მთავარი შიში, რომელიც ადამიანებს სიმშვიდეს აკარგვინებს არის სიღარიბის და გაჭირვების შიში. ეს არის შიში იმისა, რომ ჩვენი საჭიროებები არ იქნება აღვსილი, რესურსები არ გვეყოფა და ღმერთი არ იზრუნებს ჩვენზე.

შესაძლოა, თქვენ გასაჭირში აღმოჩნდით და ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად განსაკუთრებით გჭირდებათ ფინანსები ანდა სხვა სახის რაიმე რესურსი. შესაძლოა, რომ თქვენ სულიერ ანდა ემოციურ გასაჭირს განიცდიდეთ. შიშის სული თავს გესხმით, ცდილობს დაგარწმუნოთ იმაში, რომ ღმერთი თქვენს საჭიროებებს არ აღავსებს და თქვენი პრობლემებისაგან ვერასოდეს გათავისუფლდებით.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მტერი მუდამ იტყუება, ღმერთი კი არასოდეს მიგატოვებთ. უფალს გარკვეული გეგმა გააჩნია და თქვენი საჭიროებების დაკმაყოფილებას, მის მიერ განსაზღვრულ დროს მოახდენს. თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ თქვენ გარკვეული პრობლემებისაგან გათავისუფლების შანსი არ გაქვთ, გწამდეთ და ღმერთი სასწაულებრივად გარდაქმნის ყველაფერს.

რა სახის საჭიროებებსაც არ უნდა განიცდიდეთ: ფინანსურს, ფიზიკურს, ემოციურს ანდა სულიერს, არ დაუჯეროთ მტერს და ნუ მიეცემით იმის შიშს, თითქოს თქვენი პრობლემები არ მოგვარდება. ღმერთი მოგგვრით ყველაფერს, რაც თქვენ გჭირდებათ, განუგეშებთ, დაგაპურებთ და ახალი ძალით აღგავსებთ. დარწმუნებული იყავით, რომ ის ყველაფერს უზრუნველყოფს.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, შენი სიტყვა ამბობს, რომ შენ ყველა ჩემს საჭიროებას აღავსებ, ამიტომ მე არ შევუშინდები გასაჭირს. მწამს, რომ გიყვარვარ და ყველა საკითხში ჩარევით, ჩემს ყოველგვარ საჭიროებას აუცილებლად დააკმაყოფილებ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon