მშვიდობა იქონიეთ ყველასთან

„თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით“. – რომაელთა 12:18

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ვისწავლე არის: „მოიდრიკო, რათა არ გადატყდე“.  ბიბლია გვეუბნება, რომ ადვილად უნდა შევეწყოთ (ადამიანებს, მოვლენებს) და თუ შესაძლებელია, ჩვენის მხრივ, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად ვიყოთ (იხილე რომაელთა 12:16-18).

სანამ ჩემს ცხოვრებაში ღმერთის სიტყვას პრიორიტეტად ვაქცევდი და მის მორჩილებაში ყოფნას გადავწყვეტდი, არ ვიყავი ადაპტირებადი, მინდოდა რომ სხვებს ეცადათ ჩემთან შეწყობა, რაც უფრო მეტ დაპირისპირებასა და სტრესს იწვევდა.

ახლა ვისწავლე, რომ უნდა მოვიდრიკო. ჩემი ხორციელი ბუნებისათვის ყოველთვის ადვილი არ არის, რომ დავთმო და ჩემი დაგეგმილისგან განსხვავებულად გავაკეთო რაიმე,  მაგრამ ეს უფრო ადვილია ვიდრე განაწყენებული და უბედური ვიყო.

თუ გინდა რომ მშვიდობა გქონდეს ურთიერთობებში, საჭირო მოქნილი იყო. მუდმივი მცდელობა, რომ შენი გაიტანო, მხოლოდ ტკივილს მიაყენებს და გაანაწყენებს შენს გარშემომყოფებს. მაგრამ როდესაც გულით მიიღებ მოციქული პავლეს შეგონებას, რომ მშვიდობა გქონდეს ყველასთან, სულიწმინდა თავისი სიხარულითა და მშვიდობით აავსებს შენს ურთიერთობებს.

დაიწყე ლოცვა

სულოწმინდაო, დამეხმარე ვიყო მოქნილი, რათა არ გადავტყდე. მინდა, რომ სხვა ადამიანებთან ჩემს ურთიერთობებზე, შენმა სიმშვიდემ იბატონოს. მზად ვარ დათმობებზე წავიდე და პატივი ვცე სხვების მოსაზრებებს.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon