“ბრძნულ რჩევათა გარეშე ეცემა ერი, მრავალი მრჩეველი კი ხსნაა“. – იგავნი 11:14
ადამიანები ხშირად მეკითხებიან თუ როგორ უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ ღმერთის ჭეშმარიტებას მიყვებიან და არა თავიანთ შეგრძნებებსა და ემოციებს. ვთვლი, რომ ამ კითხვაზე პასუხი მოთმინებაში მოიპოვება.
ემოციები სწრაფი ქმედებისაკენ გვიბიძგებენ, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ყველა საკითხზე სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ რეაგირება. ღმერთის სიბრძნე კი გვირჩევს არ ვიჩქაროთ, სანამ მოვლენათა სრული სურათის დანახვას ვერ შევძლებთ და არ მივხვდებით, რა, როგორ და როდის უნდა გავაკეთოთ. ღმერთის სიბრძნე მოგვიწოდებს, რომ ქმედებებზე გადასვლამდე მის დარიგებას მივყვეთ.
საჭიროა ნაბიჯის უკან გადადგმა და სიტუაციისთვის ღმერთის თვალებით შეხედვა ვისწავლოთ. ჩვენი გადაწყვეტილებები არა ჩვენს ემოციებსა და შეგრძნებებზე, არამედ ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული, ანუ იმაზე, რაც ვიცით. საჭიროა ღმერთის სიბრძნეს და ასევე ჩვენს ცხოვრებაში არსებული სანდო ადამიანების გონივრულ რჩევებს მივენდოთ.
როდესაც გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, ჯობია არ იჩქაროთ, სანამ ზუსტ პასუხს არ მიიღებთ. არ გააკეთოთ რაიმე ისეთი, რაზეც მოგვიანებით შეიძლება ინანოთ. ემოციების ქონა არაჩვეულებრივია, მაგრამ ისინი სიბრძნეს და ცოდნას წინ არ უნდა უსწრებდნენ. ეძიეთ ღმერთის მმართველობა და დაელოდეთ, სანამ ის არ დაგანახებთ რა უნდა გააკეთოთ.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, არ მინდა გადაწყვეტილებების მიღება ვიჩქარო და ჩემს ემოციებს დავემორჩილო. შენი ბრძნული რჩევა-დარიგების ძიებაში ვიქნები, რათა შენთვის სათნო გადაწყვეტილებები მივიღო.