„მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი [ყველა შენი საზრუნავი და ტვირთი მას გადაეცი], მიენდე (ერწმუნე, გჯეროდეს მისი) მას და ის აღასრულებს“. – ფსალმუნი 36:5
უფლის მიმართ ნდობის განვითარებით, შენ შენი ცხოვრების გაიოლებას შეძლებ. ხშირად, ჩვენ თვითონ არ ვაძლევთ საკუთარ თავს ნდობის უფლებას. შესაძლოა, რომ წარსულში შენი ნდობა ხშირად ბოროტად გამოუყენებიათ, ან შესაძლოა, რომ შენ ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ხარ. მიუხედავად ყველაფრისა, უმნიშვნელოვანესია ღმერთის ნდობა ვისწავლოთ.
ძალიან ადვილია გადაიღალო და დაიქანცო, თუ ცხოვრების მართვას მარტო სცდილობ, რადგან ეს შეუძლებელია. ამავდროულად, ღმერთის გეგმა ყოველთვის უკეთესია ჩვენს გეგმაზე. ადამიანი, რომელიც ღმერთს ენდობა, იცის, რომ მისი გზა ყოველთვის საუკეთესოა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ნდობა უბრალოდ თავისით არ მოვა. ნდობა თანდათან იზრდება, როდესაც ჩვენ რწმენის ნაბიჯებს ვდგამთ და ღმერთის ერთგულებას განვიცდით. შენ საკუთარ ეჭვს, შიშს, დაუცველობის გრძნობას, და შესაძლებელია შეურყეველ დამოუკიდებლობას უნდა წინ აღუდგე, რათა ბოლომდე შეძლო ღმერთზე მინდობილმა იცხოვრო. როდესაც ასე ვიქცევით, აღარ გვიწევს ჩვენი ცხოვრებისეული წარმატებისათვის ასე ძლიერ ბრძოლა.
ღმერთზე მინდობას, ზებუნებრივი სიმშვიდე მოაქვს ჩვენს გულებში და გონებაში, რაც მარტივად ცხოვრების საშუალებას გვაძლევს, ისე, როგორც ღმერთს სურს რომ ვიცხოვროთ.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, შენი გზები ჩემ გზებზე უკეთესია და ვიცი, ჩემს ძალებზე მინდობით შორს ვერ წავალ, ამიტომ ჩემს ნდობას შენზე ვამყარებ. მაშინაც, როდესაც ვერ ვხვდები, შენზე მინდობას თუ ავირჩევ, ვიცი რომ შენ შენს მიერ განსაზღვრულ გეგმას განახორციელებ.