მიჰყევი პატარა ბიძგებს

„შენი ყურები ხმას გაიგონებენ ზურგის მხრიდან: “ეს არის გზა, მასზე იარე”, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევ“. – ესაია 30:21

სულიწმინდას სურს, რომ მუდამ გაგვიკვლიოს ჩვენი ცხოვრებისეული გზა, მაგრამ ჩვენ ზოგჯერ ისე ძლიერ ვართ ჩვენთვის „დიდ“ საკითხებზე ფოკუსირებულები, რომ ვერც კი ვიაზრებთ, როდესაც ის „მცირე“, მაგრამ მნიშნველოვან საკითხებზე გვესაუბრება.

ერთ დღეს სახლში მივდიოდი და მომინდა გზად გავჩერებულიყავი და ჭიქა ყავა მეყიდა. ამ დროს შინაგანად ძლიერი სურვილი დამებადა ჩემი დისთვის დამერეკა და მეკითხა, იქნებ მასაც სურდა ყავა? როდესაც დავურეკე, მან მიპასუხა: „ახლა ვიდექი და ვფიქრობდი, რომ ყავას დიდი სიამოვნებით დავლევდი“.

ღმერთს მისთვის გულიდან წამოსული სურვილის ასრულება სურდა და ამის გაკეთება კი ჩემი მეშვეობით უნდოდა. მე ხმამაღალი ხმა არ გამიგონია, არც ანგელოზი დამინახავს და არც ხედვა მქონია. უბრალოდ შინაგანი გრძნობა დამებადა, რომ ჩემი დისთვის ჭიქა ყავა უნდა შემეთავაზებინა.

იმავე გზით ღმერთს სურს, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ადამიანებს ვაკურთხებდეთ. დღეს მოგიწოდებთ, რომ ღმერთის ხმისადმი მგრძნობელობა განივითაროთ. პატარა ბიძგებს მიჰყევით. ის თქვენს გულში დაგელაპარაკებათ და სწორ გზაზე გაგიძღვებათ.

დაიწყე ლოცვა

სულოწმინდაო, დღეს დადუმებას და დამშვიდებას ვირჩევ, რათა შენი პატარა ბიძგები შევისმინო. დამანახე გზები, როგორ ვაკურთხო სხვა ადამიანები.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon