„წყლის გაშვებას ჰგავს ჩხუბის დაწყება [დამბაში გაჩენილილ ბზარის მსგავსია]. შეწყვიტე დავა, სანამ გადმოხეთქავდეს“. – იგავნი 17:14
პაექრობა ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რომელსაც მტერი ქრისტიანთა საწინააღმდეგოდ იყენებს. მჯერა, რომ არსებობს სამი რამ, რაც ჩვენში პაექრობის სულს ბადებს.
- ჩვენი ბაგე: არასწორ დროს ნათქვამი არასწორი სიტყვები დანამდვილებით გახდება მრისხანების გაღვივების მიზეზი. რაც უფრო მეტ არასწორ სიტყვას გამოვუშვებთ ჩვენი ბაგეებიდან, მით უფრო მეტად გავაღვივებთ მრისხანების ცეცხლს. ამ ცეცხლის შეჩერების ერთადერთი გზა – საწვავის მიწოდების შეწყვეტაა.
- ჩვენი სიამაყე: მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემთხვევებში არასწორი სიტყვებია პაექრობის მიზეზი, ამაყი გული უარს აცხადებს, გაჩუმდეს, რათა სიმშვიდე დამყარდეს. სიამაყე მოითხოვს, რომ ბოლო სიტყვა ჩვეზე იყოს, ხოლო ღმერთის სიტყვა კი გვასწავლის, რომ ეს დაღუპვამდე მიგვიყვანს (იხილი იგავების 16:18).
- ჩვენი მოსაზრებები: ხშირად პაექრობაში ვებმებით, ვცდილობთ რა დავარწმუნოთ სხვები ჩვენი მოსაზრების სისწორეში. როდესაც ვიაზრებთ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვჭირდება ვისწავლოთ და საჭიროების გარეშე ვწყვეტთ საკუთარი მოსაზრებების გაჟღერებას, ჩვენ საჭირო ცოდნა-გამოცდილებას ვიძენთ.
მტერი მუდმივად შეეცდება რამენაირად შემოაპაროს ჩვენს ცხოვრებაში პაექრობა. მიიღე გადაწყვეტილება პაექრობის სურვილთან გამკლავებით ღმერთს სცე პატივი. ეძიე სიმშვიდე, ერთობა და ურთიერთგაგება.
დაიწყე ლოცვა
სულოწმინდაო, დამეხმარე პაექრობის სურვილისადმი განსაკუთრებული ყურადღებით ვიყო. ჩემს სიტყვებს და ჩემს მოსაზრებებს შენ გადმოგცემ. მინდა პაექრობისაგან გათავისუფლებული ურთიერთობა ვიქონიო სხვებთან.