პროცესის დროს მიენდე მას

„სიკვდილის [ბნელ, უსინათლო] აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი [დაცვისათვის] და შენი საყრდენი [სწორი მიმართულებისათვის]“. – ფსალმუნი 22:4

ხშირად გვგონია, რომ ღმერთს ჩვენი საჭიროებები და სურვილები უნდა მივანდოთ. მაგრამ ღმერთის ნდობა აღემატება თქვენთვის სასურველი რაღაცეების მიღებას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ღმერთის ნდობა მაშინ, როდესაც მისგან ჩვენთვის სასურველი რაღაცეების მიღებას მოველით.

იყო დრო, როდესაც ინტენსიურად ფოკუსირებული ვიყავი, რომ ღმერთს მივნდობოდი და ვამბობდი: „ღმერთო, მე ეს მინდა“ და ასევე „ღმერთო, მე ესა და ეს მჭირდება“. ღმერთმა დამანახა, რომ ამ საჭიროებების და სურვილების აღსრულება ჩემი ცხოვრების ყველზე მნიშვნელოვანი საკითხები არ იყო.

ღმერთს სურდა ესწავლა ჩემთვის, გამუდმებით ვყოფილიყავი მასზე მინდობილი სხვადასხვა სიტუაციებში, სტაბილური და მხნე მიდგომით. საჭირო იყო გამეგო, რომ შესაძლოა ის ყოველთვის არ გვიხსნის ამა თუ იმ ვითარებებისაგან, მაგრამ ის მუდამ ჩვენთანაა და ის ამ ვითარებებს ჩვენთან ერთად უპირისპირდება.

ღმერთი ყოველთვის არ გვიხსნის იმ სიტუაციებიდან, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ უნდა გვიხსნას, მაგრამ ის გამუდმებით ჩვენთან არის. დღესვე, მხოლოდ საბოლოო შედეგზე ფოკუსირების ნაცვლად, გაიაზრე, რომ ღმერთი ახლა შენთანაა. ის შენს გვერდითაა, ამიტომ მიენდე მას, რომ ის ყველაფერში შენს გვერდით იქნება.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მიხარია, რომ შენ ახლა ჩემთან ხარ. მე ჩემს ცხოვრებაში არსებულ ყველა საკითხში გენდობი და არა მხოლოდ იმაში, რომ შენ ჩემს საჭიროებებს და სურვილებს უპასუხებ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon