“როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისაგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი”.– ფსალმუნი 102:12
თუ მამა ღმერთს გადავცემთ ჩვენს ქაოსს, მას შეუძლია მისი კურთხევად გარდაქმნა და თუ მას მივენდობით, ჩვენი შეცდომების ჩვენდა სასიკეთოთ შემოტრიალება.
ესაია 61:3 ამბობს, რომ ღმერთი ნაცრის ნაცვლად გვირგვინს მოგვცემს. აღმოვაჩინე, რომ მრავალ ადამიანს თავისი ნამწვის გადაყრა არ სურს; წარსულის ფერფლის, რომელიც მათ წარსულ წარუმატებლობების და შეცდომების ახსენებს. მოგიწოდებ, დაემშვიდობო შენს ფერფლს და რაღაც ახალისკენ დაიწყო სწრაფვა.
ძალიან ბევრი ადამიანი თავისი წარსულით ცხოვრობს, ისეთი გრძნობა აქვთ, თითქოს სხვა შანსი არასოდეს მიეცემათ. კიდევ ერთი შანსი გჭირდება? ღმერთმს მეორე ან მესამე, მეოთხე, მეხუთე შანსი სთხოვე, რამდენიც არ უნდა გჭირდებოდეს. ღმერთი მოწყალე და სულგრძელია. მისი სიკეთე და სიყვარული არ გიღალატებს და არასოდეს დასრულდება. ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთმა ჩვენი დანაშაული მოგვაშორა, ამიტომ აღარ არის საჭირო კვლავ მათზე ფიქრობდე.
იესო ტვირთდამძიმებულთა გასათავისუფლებლად მოვიდა, მაგრამ შენ ამ ტვირთისაგან გათავისუფლება უნდა გინდოდეს, ამ ტვირთის გაშვება და უნდა გწამდეს, რომ უფალი შენს შეცდომებზე ძლიერია. დღეს, ღმერთს გადაეცი შენი ნამწვი.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, ვიცი არაფერი არ არის კარგი იმაში, რომ მე ჩემს წარსულს ვეკიდები, როდესაც შენ, სიყვარულით აღსავსე, ჩემს წინაშე დგახარ და ახალ შანს მთავაზობ, რათა ჩემი ნამწვისაგან გავთავისუფლდე. ამ ნამწვს შენ გადმოგცემ და აღფრთოვანებით დაველოდები, რა სახის გვირგვინს მომცემ ნაცვლად.