„უფალი აღარიბებს და ამდიდრებს, ამდაბლებს და აღამაღლებს“. – 1 მეფეთა 2:7
ბუნებრივი და ზებუნებრივი მხარდაჭერა განსხვავდება ერთმანეთისაგან. ბუნებრივ მხარდაჭერას დამსახურება სჭირდება, ხოლო ზებუნებრივი მხარდაჭერა კი ღმერთის დიდებული ძღვენია.
1 მეფეთა 2:7 გვეუბნება, რომ „უფალი აღარიბებს და ამდიდრებს, ამდაბლებს და აღამაღლებს“. ესთერის ცხოვრება ამის დიდებული მაგალითია. ღმერთმა ის უბრალოებიდან მთელი ქვეყნის დედოფლობამდე აამაღლა. უფალმა მას ყველა ადამიანის, მეფის ჩათვლით, კეთილგანწყობა უბოძა.
ესთერმა ამ კეთილგანწყობის წყალობით თავისი და თავისი ერის გადარჩენა შეძლო ჰამანის მიერ ჩაფიქრებული მკვლელობისაგან, რომელიც ბოროტი კაცი იყო. შეიძლება ესთერს ეშინოდა მეფესთან მისვლა და მისთვის ამ საკითხში ჩარევის თხოვნა, მაგრამ ესთერმა იცოდა, რომ ღმერთის მხარდაჭერა ჰქონდა და სრული თავდაჯერებულობით წინ სვლას განაგრძობდა.
ესთერის მსგავსად ჩვენც თავისუფლებაში უნდა ვიცხოვროთ, რომელიც ღმერთის ჩვენდამი კეთლგანწყობას ემყარება. მიუხედავად გარემოებებისა, რომლებიც შენს ცხოვრებაში წარმოიქმნება, გწამდეს ღმერთის ზებუნებრივი მხარდაჭერა გაქვს.
ყველაფერი შეიძლება სრულიად უიმედოდ გეჩვენებოდეს, მაგრამ ღმერთს შენი ამაღლება შეუძლია. თუ შენი ცხოვრება მის ხელშია, უფლის ნათელი გეფინება.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, ბუნებრივ მხარდაჭერის იმედი არ მაქვს. პირიქით, შენი ზებუნებრივი მხარდაჭერით მინდა ვიცხოვრო. ჩემი ცხოვრება შენს ხელშია, ამიტომ ვიცი, რომ შენ ჩემი ამაღლება შეგიძლია.