გათავისუფლდი არარეალური მოლოდინებისაგან

„არავინ არის კეთილი [განსაკუთრებული და სრულყოფილად ზნეობრივი], გარდა ერთი ღმერთისა“. – მარკოზის 10:18

არარეალურ მოლოდინებს შეუძლიათ სწრაფად დაგვაკარგვინონ სიმშვიდე. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს სრულყოფილი დღე, ვიყოთ სრულყოფილად ბედნიერები, ვიმყოფებოდეთ ჩვენს სრულყოფილ სამყაროში, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს შეუძლებელია. რეალობაში, მხოლოდ ღმერთი არის სრულყოფილი და ყველა ჩვენთაგანი კი ზრდის პროცესში ვიმყოფებით.

ეშმაკმა იცის როგორ მოგვპაროს სიმშვიდე და ის გამუდმებით ცდილობს დაგვაღონოს ჩვენი არარეალური მოლოდინების გაცრუებით.

მრავალი წლის მანძილზე ეშმაკს ჩემი სიმშვიდის მოპარვის უფლებას ვაძლევდი, ბოლოს კი მივხვდი: ცხოვრება სრულყოფილი არ არის, ცხოვრებაში სხვადასხვა მოულოდნელი რაღაცეები მოხდება, რისი მოხდენაც ჩვენ არ გვსურს. ამასთან დაკავშირებისთ ჩემი ახალი მოდგომა ასეთა: „რას იზამ, ცხოვრება ასეთია!“ აღმოვაჩინე, რომ თუ ამ სახვადასხვა სახის მოვლენებს ჩემზე ზეგავლენის მოხდენის უფლებას არ მივცემდი, ისინი დეპრესიულ მდგომარეობაში ვერ ჩამაგდებდნენ.

ყველას გვიწევს არასასიამოვნო რაღაცეებთან გამკლავება და ჩვენ შეგვიძლია მათი დაძლევა უარყოფითი განწყობის გარეშე. გახსოვდეს, მხოლოდ ღმერთი არის სრულყოფილი და მასზე მინდობა ისწავლე. მას ყოველთვის შეუძლია შენი წარსული წარუმატებლობების შენდა სასიკეთოდ გარდაქმნა, შენი გაძლიერება და ის დაგეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მხოლოდ შენ ხარ სრულყოფილი. მიხარია, რომ როდესაც ადამიანები და გარემოება მიმტყუნებს, შენ მუდამ უცვლელი და ერთგული რჩები. ჩემს იმედს არ დავამყარებ მუდამ ცვალებად და იმედისგამაცრუებელ რაღაცეებზე. სიმშვიდით ცხოვრებას ვირჩევ, რომელიც შენზე მინდობით იწყება.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon