ყველაზე მნიშვნელოვანია ღმერთისათვის იცხოვრო

„…ისინი უჭკუობით თავისი თავით ზომავენ თავს და თავიანთ თავს თავის თავთან ადარებენ“. – 2 კორინთელთა 10:12

სიმტკიცეა საჭირო იმისათვის, რომ ღმერთს გაჰყვე, არა უამრავ ადამიანს. განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა და ნერვიულობა იმაზე, რას იფიქრებენ სხვები ჩვენზე, მხოლოდ შინაგანი შფოთვის მომტანია. კი, ყველას გვსიამოვნებს, როდესაც სხვა ადამიანები ჩვენზე კარგად ფიქრობენ, მაგრამ შეუძლებელია, რომ ყოველთვის ყველასათვის მოსაწონები ვიყოთ.

ღმერთის გზებით, ჩვენთვის ხშირად საჭიროა უარი ვთქვათ ან დავკარგოთ რაც გვაქვს, იმისათვის რომ მოვიპოვოთ ის, რაც ცხოვრებაში ნამდვილად გვინდა. პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავის სხვა ადამიანების მიერ ჩამოყალიბებულ სტანდარტებთან შედარებას და დავიწყოთ ღმერთისათვის ცხოვრება.

შენი ჭეშმარიტი მეგობრები დაგეხმარებიან იყო ის, ვინც ღმერთს სურს რომ იყო. ისინი არ განგკიცხავენ იმისათვის, რომ შენ ღმერთის მოწოდებას მიჰყვები. ჭეშმარიტი მეგობრები გაგამხნევებენ, რომ ღმერთი უპირატესი გახდეს შენს ცხოვრებაში.

თუნდაც ყველამ მიგატოვოს, ღმერთი გპირდება, რომ არასოდეს დაგტოვებს და არასოდეს დაგივიწყებს.

ცხოვრება გაუსაძლისად რთულდება, თუ ვცდილობთ ღმერთს და ადამიანებს ერთდროულად ვასიამოვნოთ. შენ საკუთარი თავი არავის უნდა შეადარო, არც იმაზე უნდა იდარდო სხვები რას იფიქრებენ შენზე. იცხოვრე ღმერთისთვის და იყავი ისეთი, როგორადაც მან შეგქმნა.

დაიწყე ლოცვა

უფალო, ვიღებ გადაწყვეტილებას, ამიერიდან მხოლოდ შენთვის ვიცხოვრო. სხვა ადამიანების სტანდარტების შესაბამისად ცხოვრება და მათი მოლოდინების გამართლება არაფრის მომცემია. მხოლოდ შენ ხარ მნიშვნელოვანი და მე მინდა ვიყო ისეთი ადამიანი, როგორადაც შენ შემქმენი.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon