„ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომ სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა“. – ებრაელთა 12:11
ჩვენს ცხოვრებაში მრავალი რამ არის, რასაც ჩვენი ყურადღების, ენერგიისა და დროის გამოყოფა სჭირდება.
იყო დრო, როდესაც ღმერთს ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო ვეწუწუნებოდი ხოლმე. ვტიროდი და ვამბობდი: „ღმერთო, შესაძლებელია, რომ ვინმემ გააკეთოს იმდენი რამ, რაც მე მაქვს გასაკეთებელი?“
შენდეგ კი გავიაზრე: მე ვიყავი ის, ვინც ჩემი განრიგი შექმნა და მხოლოდ მე შემეძლო მისი შეცვლა! უნდა შემეწყვიტა ოცნება იმაზე, რომ რაღაც შეიცვლებოდა, რადგან მხოლოდ ოცნებით არაფერი იცვლებოდა.
ღმერთმა დამანახა, რომ საკუთარი თავი დისციპლინირებული უნდა გამეხადა, რათა ჩემი ცხოვრება გაიოლებულიყო.
თუ შენც გჭირდება ცხოვრებისეული რითმის შენელება, მაშინ შენც იგივეს გაკეთება მოგიწევს. დახმარება სთხოვე სულიწმინდას. მას შეუძლია გზა გაგიკვლიოს, დაგანახოს რა სახის ნაბიჯებია გადასადგმელი, რომელი პირობაა დასადები და რა საკითხებია დასახური.
დასაწყისში შეიძლება განსაკუთრებით რთული იყოს, მითუმეტეს თუ მანამდე დისციპლინირებული ადამიანი არ იყავი, მაგრამ დისციპლინის და თვითკონტროლის მიერ მიღებული შედეგი ცდად ღირს. ბიბლია გვასწავლის, რომ დისციპლინას სიმშვიდის ნაყოფი მოაქვს. დღესვე დაიწყე საკუთარი თავის დისციპლინაში წრთვნა და შეძლებ ისიამოვნო ღმერთის მიერ შენთვის განსაზღვრული, სიმშვიდით აღსავსე ცხოვრებით.
დაიწყე ლოცვა
უფალო, მინდა დისციპლინირებული ცხოვრების სიმშვიდის ნაყოფი მოვიმკო. იმ დროს, როდესაც საკუთარი თავის გადატვირთვის და დაძაბვის ცდუნების წინაშე ვარ, დამეხმახე შევნელდე და მხოლოდ ის გავაკეთო, რაც შენ გსურს.