„საკუთარი თავი გამოსცადეთ და შეაფასეთ, თუ ცხოვრობთ რწმენაში და თუ მოგაქვთ ღირსეული ნაყოფი. საკუთარი თავი გამოარკვიეთ…“. – 2 კორინთელთა 13:5 (AMP)
ვერავინ გათავისუფლდება პრობლემისაგან, სანამ არ აღიარებს მის არსებობას. ალკოჰოლიკი, წამალდამოკიდებული, ან ნებისმიერი ადამიანი, ვინც საკუთარ ცხოვრებაზე დაკარგა კონტროლი, განწირულია ტანჯვისთვის, სანამ არ შეძლებს რომ თქვას: „მე პრობლემა მაქვს და ამისათვის დახმარება მჭირდება“.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა პრობლემა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ მომხდარმა ფაქტმა მოგვიტანა, არ უნდა დავუშვათ, რომ ის გაგრძელდეს, გაიზარდოს და მთელი ჩვენი ცხოვრება გააკონტროლოს. შეიძლება ჩვენმა წარსულმა გამოცდილებებმა გვაქციეს იმად, რანიც ვართ, მაგრამ არ უნდა დავრჩეთ ასეთებად. შეგვიძლია ცვლილებებისკენ დადებითი ნაბიჯების გადადგმით გამოვიჩინოთ ინიცატივა – და შეგვიძლია ეს გავაკეთოთ სულიწმინდის დიდი დახმარებით.
რა სახის პრობლემაც არ უნდა გქონდეს, სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო და გარკვეული პირადი პასუხისმგებლობა აიღო. ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ უნდა შევაფასოთ საკუთარი თავი, შეიძლება ეს საშიში ჩანდეს, მაგრამ იესო ქრისტე შენშია და შეუძლია დაგეხმაროს წარსულის ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში.
თვალი გაუსწორე და აღიარე სიმართლეს – ეს შეიძლება უფრო ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი იყოს.
დაიწყე ლოცვა
სულოწმინდაო, არ მინდა უარვყო ჩემი პრობლემები ანდა შეშინებული ვიყო მათით. მე გამოვიკვლევ ჩემს მდგომარეობას და პრობლემის არსამდე ჩავუღრმავდები მას. ვიცი, შენ დამეხმარები პრობლემების დაძლევაში, რათა უფრო ბედნიერმა ვიცხოვრო.